Search
ან
თუთმაჯი - სამცხე-ჯავახეთი
60+ წუთი
საშუალო
1
201-500 კკალ

გავაკეთოთ მკვრივი ცომი მხოლოდ ფქვილისა და წყლისაგან, დაახლოებით ხინკლის ცომის კონსისტენციის მქონე. ნახევარი ცომი გავაბრტყელოთ 1-2 მმ. სისქეზე და დავჭრათ 2მმ. X 3სმ. ზომის ნაჭრებად. ცომის მეორე ნახევარი დავჭრათ 4მმ. X 4მმ. კუბებად და შევწვათ ერბოში გაოქროსფრებამდე.  ცომის წვრილი, გრძელი ნაჭრები მოვხარშოთ წყალში, წყალი არ გადავასხათ. პარალელურად, წვრილად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ ერბოში. მოთუშული ხახვი შევურიოთ მოხარშულ ცომს, დავამატოთ მობრაწული ცომის კუბები და ბოლოში დავამატოთ შრატის ყველი (დო), რომელსაც გახსნით ნახარშ თბილ წყალში და შემდეგ ისე შეურევთ ძირითად მასას.

ინგრედიენტები
400 400 გრ. ფქვილი
170 170 გრ. ხახვი
150 150 გრ. შრატის(დოს) ყველი
80 80 გრ. ერბო