Search
Or
მაგდალენები
60+ Min
საშუალო
201-500 Kcal
ingredients
125 125 გრ. კვერცხი (2 ცალი)
175 175 გრ. შაქარი
60 60 მლ. რძე
190 190 მლ. ზეითუნის ზეთი
210 210 გრ. ფქვილი
5 5 გრ. გამაფხვიერებელი
1 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
1 1 მწიკვი მარილი
ერთი ლიმონის ცედრა
step 1
ოთახის ტემპერატურის კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად. შევურიოთ ერთმანეთს ზეთი და რძე. დავამატოთ კვერცხიან მასას და გავაგრძელოთ თქვეფა. გავცრათ ფქვილი, გამაფხვიერებელი და დარიჩინი. ნელ-ნელა დავამატოთ ათქვეფილ მასას ლიმონის ცედრასთან ერთად.
step 2
ათქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე ერთი წუთის განმავლობაში. შემდეგ მოუმატეთ სიჩქარეს და თქვიფეთ კიდევ ორი წუთი. გადააკარით საკვები ქაღალდი და შეინახეთ მაცივარში ერთი საათი მაინც. ცივი ცომი ბევრად უფრო მარტივად ამოვა. გააცხელეთ ღუმელი 250 გრადუსამდე.
step 3
აავსეთ ფორმები 3/4-მდე, მოაყარეთ შაქარი და შედგით ღუმელში. დაუწიეთ ტემპერატურას 220 გრადუსამდე.
step 4
გამოაცხვეთ 12-14 წუთის განმავლობაში. ბოლო ერთი წუთი ჩართეთ ზედა გათბობაც, რომ გაოქროსფერდეს.

How To Serve

მიირთვით მეორე დღეს.