Search
Or
ბანანის უგლუტენო პური
60+ Min
საშუალო

რა არის გლუტენი? გლუტენი არის რთული ცილა, რომელიც შედის მარცვლეულის შემადგენლობაში. ის ცომს აფუებს და ელასტიურს ხდის. იგი შედის პურის, ფუნთუშას, ლავაშის, ორცხობლას, კექსის, მაკარონის, ტორტის და სხვა საკვები პროდუქტებისა თუ კერძების შემადგენლობაში. ადამიანის ორგანიზმს გენეტიკური განწყობის მიხედვით, გლუტენის ერთ-ერთ ფრაქციაზე უვითარდება ანთებითი რეაქცია. ძალიან ბევრ ადამიანს აღენიშნება აუტანლობა გლუტენის მიმართ, ამიტომაც, გადავწყვიტე შემოგთავაზოთ ისეთი რეცეპტი, რომელსაც თავისუფლად მოამზადებენ და მიირთმევენ გლუტენის აუტანლობის შემთხვევაში, არის ძალიან ადვილად მოსამზადებელი, მთავარია მონდომება.

ingredients
2 2 ბანანი
150 150 გრ. წიწიბურა
250 250 გრ. ბრინჯი
400 400 გრ. მაწონი
2 2 კვერცხი
50 50 გრ. კარაქი
1 1 ლიმონი
1 1 სუფრის კოვზი სელის მარცვლები
1 1 ჩაის კოვზი შაქარი
1/2 1/2 ჩაის კოვზი მარილი
1 1 ჩაის კოვზი სოდა
step 1
პირველ რიგში, საფქვავში ცალ-ცალკე დაფქვათ წიწიბურა და ბრინჯი. ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან და მარილთან ერთად, დავუმატეთ გახეხილი ბანანი. კარგად ავთქვიფოთ. მაწონს დავამატოთ სოდა, 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი და ცედრა, ამოვურიოთ კარგად და როდესაც აფუვდება დავამატოთ კვერცხიან მასას.
step 2
კარაქი დავარბილოთ ოთახის ტემპერატურამდე და დავუმატოთ მასას დაფქულ ბრინჯთან, წიწიბურასთან და სელის მარცვლებთან ერთად. ღუმელი წინასწარ გავახუროთ 170 გრადუსამდე.
step 3
მიღებული მასა ჩამოვასხათ ყალიბში (სასურველია საცხობი ფორმა იყოს მართხკუთხედი, ღრმა ჭურჭელი, რომლის ზედაპირიც იქნება სილიკონის ან მეტალის და არ მიიკრავს ცომს). გამოვაცხოთ 50-60 წთ. შესამოწმებლად, ხის ჩხირი ჩაარჭეთ შუაგულში, თუ მას ცომი არ ამოჰყვება, ე.ი პური კარგადაა გამომცხვარი.

How To Serve

მივირთვათ ნებისმიერ კერძთან ერთად.