Search
Or
ფრანგული "კიევური კოტლეტი"
60+ Min
საშუალო
201-500 Kcal

კიევური კოტლეტი გარკვეულ ისტორიულ უზუსტობებშია გახვეული.

იგი სულაც არ არის კიევში გამოგონილი და თან კოტლეტი კი არა, რულეტია. 

ეს რეცეპტი არის პროტო კიევური, ფრანგული, რის შედეგადაც შეიქმნა თანამედროვე კიევური.

ingredients
3 3 ქათმის ფილე
400 400 გრ. კარაქი
100 100 გრ. ოხრახუში
50 50 გრ. ნიორი
150 150 გრ. საფანელი
3 3 კვერცხი
600 600 გრ. კარტოფილი
200 200 მლ. ნაღები
5 5 გრ. მუსკატი
1 1 ბოროდინული პური
step 1
ქათმის ფილე გავჭრათ პეპლის ფორმაზე და გავაბრტყელოთ. გაბრტყელებისას, გადავაკრათ გრინი და გასაბრტყელებელი ჩაქუჩი დავარტყათ მხოლოდ კანის მხრიდან, ისე რომ ნაჭრები არ გაიხეს. ქათმის ნაჭრებს მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
step 2
დავჭრათ წვრილად ოხრახუში. გავსრისოთ კარაქი, ნიორი და გავაერთიანოთ ეს სამი ინგრედიენტი. დავამატოთ მარილი. მოვათავსოთ ქათმის გულში და მივცეთ ბურთის ფორმა.
step 3
ამოვავლოთ ბურთი ფქვილში, კვერცხში და საფანელში. მოვათავსოთ საყიულეში 30 წუთით, რომ გამაგრდეს და შეწვისას არ გაიხსნას.
step 4
პარალელურად, მოვხარშოთ საშუალო ზომის კუბებად დაჭრილი კარტოფილი, ისე, რომ არ იშლებოდეს. კარტოფილი გადავწუროთ, დავუმატოთ კარაქი, ნაღები და ჩავახეხოთ ცოტა მუსაკატის კაკალი. კარგად ავზილოთ კარტოფილის სასრესით.
step 5
გაყინული ბურთი შევწვათ 170 გრადუს ცელსიუსზე, ბევრ ზეთში ან ტაფაზე, ან ფრიტურში.

How To Serve

სერვირებისთვის დავუდოთ ბოროდინული პური და პიურე.