Search
Or
შემწვარი ქათამი KFC-ს სტილში
30-60 Min
ადვილი
მძიმე
2
201-500 Kcal

უგემრიელესი ამერიკული კერძის დასაგემოვნებლად სულაც არ არის საჭირო სწრაფი კვების ობიექტებში სიარული.

მიჰყევით ჩვენს რეცეპტს და მიირთვით ქათამი KFC-ის სტილში სახლიდან გაუსვლელად. 

ingredients
4 4 ქათმის თეძო
8 8 ქათმის ფრთა
50 50 გრ. აჯიკა
200 200 გრ. ფქვილი
100 100 გრ. სიმინდის სახამებელი
5 5 გრ. დარიჩინი
20 20 გრ. ქინძი
20 20 გრ. ნიორი
20 20 გრ. კამა
200 200 გრ. არაჟანი 30%
1 1 მწიკვი პილპილი
1 1 მწიკვი დაფქული ნიორი
step 1
ქათმის ნაჭრები გავასუფთაოთ, დავანაწევროთ, მოვაყაროთ დარიჩინი, შავი პილპილი, დაფქული ნიორი, მარილი და კარგათ შევზილოთ. პარალელურად, გავტეხოთ კვერცხი და შევურიოთ აჯიკა. აჯიკა არის სიცხარისთვის, გემოვნებით დაარეგულირეთ მისი რაოდენობა.
step 2
პარალელურად, ბლენდერში მოვათავსოთ ნიორი, ქინძი, კამა, არაჟანი და 2-3 გრ. მარილი. კარგად დავაბლენდეროთ. ამ სოუსს რანჩ სოუსი ჰქვია. ამერიკაში არაჟნის მაგივრად კრემ-ფრეშს ხმარობენ, თუმცა ჩვენ ასე ჩავანაცვლეთ ეს ინგრედიენტი.
step 3
შევურიოთ სიმინდის სახამებელი, ფქვილი და 2-3 გრ. მარილი. ქათმის ნაჭრები ამოვავლოთ ჯერ კვერცხიან მასაში და შემდეგ ფქვილში.
step 4
ქათამი შევწვათ ბევრ ზეთში 160-170 გრადუს ცელსიუსზე.
step 5
შემწვარი ქათამი გავაშროთ ერთჯერად ხელსახოცზე.

How To Serve

მივირთვათ რანჩ სოუსთან ერთად.