ღორის სუკი გავასუფთაოთ აპკისგან, დავჭრათ რულეტისებურად და დავბეგვოთ ისე, რომ გათანაბრდეს. შევაერთოთ ხორცის ნაწილები და დავდოთ სიგრძეზე.
საფეხური 2
მოვაყაროთ მარილი და პილპილი. წავუსვათ კარაქი, დავალაგოთ ზედ შტოშის ჩირი და დავაფინოთ წარხლის ფოთლები.
საფეხური 3
გადავახვიოთ რულეტი და შევკრათ გასტრონომიული თოკით. გავახუროთ ტაფა და შევწვათ რულეტი ზეთში. შემდეგ გადავახვიოთ რულეტი ფოლგაში და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.
საფეხური 4
წითელი მოცხარი გავასუფთაოთ ყუნწებისაგან და კარგად გავრეცხოთ. ჩავყაროთ ბლენდერში ნიორთან, ქინძთან, მარილთან, კოჭასთან, შაქართან და წიწაკასთან ერთად. დავბლენდეროთ და მივიღოთ ერთგვაროვანი მასა.
სერვირება
დაჭერით რულეტი 2 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად. სერვირების დროს რულეტი უნდა იყოს თბილი, სოუსი კი ცივი.