Search
ან
აჭარული ხაჭაპური
60+ წუთი
საშუალო
201-500 კკალ
ინგრედიენტები
500 500 გრ. ფქვილი (უმაღლესი ხარისხის)
240 240 მლ. წყალი
20 20 გრ. საფუარი
10 10 გრ. შაქარი
12 12 გრ. მარილი
470 470 გრ. სულგუნი
270 270 გრ. იმერული
2 2 კვერცხი (0 კატეგორიის)
30 30 გრ. კარაქი
საფეხური 1
თბილ წყალში ჩავყაროთ საფუარი და შაქარი, მარილი კი ფქვილს დავამატოთ. საფუარი აქაფებას რომ დაიწყებს, შევურიოთ ფქვილს და 10 წუთი ვზილოთ, რომ კოშტები არ დარჩეს, შემდეგ დავაგუნდავოთ, მოვათავსოთ დიდ ჭურჭელში და გადავაკრათ გრინი, რომ ცომი აფუვდეს. 40-50 წუთის შემდეგ აფუაბული ცომი ამოვიღოთ, გავყოთ 2 გუნდად და დავასვენოთ 5 წუთით.
საფეხური 2
პარალელურად გავხეხოთ ყველი , კარგად გავწუროთ და შევურიოთ 1 კვერცხი.
საფეხური 3
გაბრტყელებისას მივცეთ ცომს ოვალის ფორმა. გადავუკეცოთ გვერდები და ბოლოოები, რომ მივიღოთ "ნავი". გულში მოვათავსოთ ყველი და თანაბრად გადავანაწილოთ.
საფეხური 4
დავიწყოთ ცხობა 230 გრადუსზე. დაველოდოთ კანის გაოქროსფერებას, გამოვიღოთ ხაჭაპური ღუმელიდან, ამოვაცალოთ ზედმეტი ცომი, ჩავატეხოთ ცენტრში კვერცხი და გამოვაცხოთ კიდევ 4-5 წუთით, სანამ კვერცხის გულს არ გადაეკვრება გამომცხვარი აბკი.

სერვირება

გამომცხვარ ხაჭაპურს დავადოთ კარაქი და კარგად ამოვურიოთ.