Search
ან
ესმას ხაჭოს პასკა
60+ წუთი
საშუალო
მსუბუქი
1
0-200 კკალ
ინგრედიენტები
1 1 კგ. ნატურალური ხაჭო
200 200 გრ. ნაღების კარაქი 82%
200 200 გრ. არაჟანი
1 1 ჩაის კოვზი ვანილის ფხვნილი
1 1 ცალი ლიმონის ცედრა
1 1 ცალი ფორთოხლის ცედრა
150 150 გრ. ქიშმიში
100 100 გრ. ცუკატები
300 300 გრ. წინასწარ მოხალული ქართული თხილი
300 300 გრ. შაქარი
საფეხური 1
გაალღვეთ კარაქი. თხილი დანაყეთ, ან მსხვილად დააქუცმაცეთ ბლენდერში . არაჟანი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით ან კარგად მოურიეთ ხის კოვზით. დაამატეთ მასა ხაჭოს.
საფეხური 2
ინგრედიენტები მოათავსეთ დიდ ჯამში და შეურიეთ ერთმანეთს, დაამატეთ ვანილი, ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა. ხაჭოს პასქა სამი დღის განმავლობაში მაცივარში უნდა დაიწრიტოს. ამისთვის ის უნდა მოვათავსოთ ნასვრეტებიან ფორმაში.
საფეხური 3
დაჭერით მარლა და რამდენიმე ფენად გადაკეცეთ. ჩააფინეთ ქოთანში ან თუშფალანგში ისე, რომ ზედა ფენა პასქის ჭურჭლიდან გადმოეფინოს. ხაჭოს მასა მოათავსეთ ჭურჭელში, გაადაფარეთ მარლა, კარგად შეფუთეთ და დაადეთ სიმძიმე. ხაჭოიანი ფორმა ჩადგით ჯამში და მირთმევამდე სამი დღით ადრე მოათავსეთ მაცივარში. სამი დღის მანძილზე, ყოველ სამ საათში მაცივრიდან გამოიღეთ ქვედა ჯამი და ზედმეტი სითხე გადაწურეთ.

სერვირება

სუფრაზე გატანამდე ქოთანი ამოაყირავეთ ლამაზ თეფშზე, პასქას შემოაცალეთ მარლა და მორთეთ გემოვნებით. შეგიძლიათ მოასხათ თეთრი ან შავი შოკოლადის მინანქარი.