კულინარიაში პირველი პროფესიული ნაბიჯები 2013 წლის მაისში დაიწყო, როცა კულინარიის აკადემიაში პირველად შემოვდგი ფეხი. მანამდე ბუღალტრად ვმუშაობდი, შემდეგ კი ბანკში, სხვადასხვა პოზიციებზე. თუმცა პირველად ...
ნახეთ სრულად
კულინარიაში პირველი პროფესიული ნაბიჯები 2013 წლის მაისში დაიწყო, როცა კულინარიის აკადემიაში პირველად შემოვდგი ფეხი. მანამდე ბუღალტრად ვმუშაობდი, შემდეგ კი ბანკში, სხვადასხვა პოზიციებზე. თუმცა პირველად, რომ დავდექი კულინარიის აკადემიის სამზარეულოს სამუშაო მაგიდასთან, მივხვდი, რომ საერთოდ არ მაინტრესებდა ციფრები, ანგარიშები, ბუღალტერია, ბანკები. ჩემი ბებიები უგემრიელეს კერძებს ამზადებდნენ, ალბათ, მათგან გამომყვა ეს უკიდეგანო სიყვარული სამზარეულოსადმი.
სწავლის შემდეგ დავიწყე მუშაობა “ტერასა”-ში და გავიაზრე მზარეულად ყოფნის მძიმე და სასიამოვნო პასუხისმგებლობა. ამას მოჰყვა “ლე გატო”, შემდეგ კი ძალიან საინტერესო ეტაპი, “ბიოლი”, სადაც უკვე ჯანსაღი კვების მიმართულებით დავიწყე მუშაობა.
დაკეცვა