Search
Or
ჭურჭლის განლაგება

ოფიციალური სადილის სუფრა აუცლებლად  მკაცრად განსაზღვრული ეტიკეტის დაცვით უნდა გაიწყოს. თავისი წესი აქვს საუზმის, სადილისა და ვახშმის  გაწყობას.

საოჯახო საუზმის მაგიდაზე  უნდა ეწყოს საუზმის თეფშები, ჭიქები და ფინჯნები თავისივე თეფშებითა და კოვზებით. მოხარშული კვერცხი სპეციალური ჭურჭლით მოაქვთ, რომელშიც კვერცხი ადვილად თავსდება.  ბუტერბროდები და სხვა  საუზმეული ლანგრებით მაგიდის შუაში იდგმება. აქვე უნდა ეწყოს საშაქრე, სამარილე, სამურაბე და საკარაქე. ფაფა საუზმეზე ცალკე კერძად, ღრმა თეფშით მოაქვთ კოვზის თანხლებით.

ოფიციალური სადილის ან ვახშმისას სუფრაზე უამრავი აქსესუარია, რომლის დატვირთვაც  ბევრმა შეიძლება არ იცის.  სუფრაზე  პირველად ეწყობა ფაიფურის ჭურჭელი, შემდეგ დანა-ჩანგალი, ბროლისა და მინის სხვადასხვა სახის ბოკალი. სრული სერვირებისთვის საჭირო კომპლექტს, ანუ ჭურჭლის სრულ ანაწყობს  კუვერტი ეწოდება. ის თითო პერსონაზეა გათვლილი და ასე გამოიყურება:
კარაქის დანა;  თეფში ღვეზლის, პურისა და კარაქისათვის; წვნიანის კოვზი; ჩანგალი ზღვის პროდუქტებისათვის (ცივი საუზმე); დანა ზღვის პროდუქტებისა და საუზმეულისათვის;  ჩანგალი ძირითადი კერძის, ხორცისა და სალათებისათვის;  სუფრის დანა; დეკორატიული თეფში; წვნიანის თეფში;  დესერტის კოვზი; დესერტის ჩანგალი; წყლის ჭიქა; შამპანურის ბოკალი; ბოკალი წითელი ღვინისთვის; ბოკალი თეთრი ღვინისთვის. რიგ შემთხვევებში  პურის თეფშთან წყლით სავსე  ჭიქა იდგმება, რომელშიც დევს ლიმონის ნაჭერი თევზიანი კერძების შემდეგ თითების დასასველებლად. ბულიონებისთვის განკუთვნილია სპეციალური,  მოზრდილი ფინჯანი, რომელიც სადილის მიმდინარეობისას მიაქვთ სუფრის თითოეულ წევრთან.

შედარებთ განსხვავებულია საუზმის მაგიდა - ცენტრში უნდა იდოს ხელსაწმენდებისთვის განკუთვნილი სპეციალური ლარნაკი.  ძირითად თეფშთან ერთად იდება ღვეზელის თეფში, დანა, ჩანგალი და კოვზი. წვეულების სუფრაზე,  ქაღალდის ხელსაწმენდებთან ერთად, აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს ტილოს გახამებული ხელსაწმენდები და ყვავილებით სავსე ლარნაკი.