Search
Or
მწვანილი საქართველოში



მწვანილი ქართული სამზარეულოს მთავარი ატრიბუტია. ის, ხან კერძის ინგრედიენტია, ხანაც სუფრაზე  ბოსტნეულთან ერთად მირთმეული პროდუქტი.
მწვანილის სხვადასხვა სახეობა  საქართველოს ყველა კუთხეში ხარობს, მაგრამ განსაკუთრებული გემო მაინც იმერულს აქვს. შეიძლება ამით ავხსნათ ის, რომ იმერული მწვანილის ექსპორტის მაჩვენებელი  წლიდან-წლამდე იზრდება.  
მწვანილებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ქინძი,ოხრახუში,ნიახური, რეჰანი და  კამა იყიდება.
ქინძი ერთწლოვანი მცენარეა და  ქოლგოსანთა ოჯახიდანაა.  ქინძის სამშობლოდ  ხმელთაშუაზღვისპირეთი მიიჩნევა. აქ, ის  ველურად იზრდება.

ქინძს აქვს ცილინდრული, სწორმდგომი ღერო, რომლის სიმაღლე 60 სმ აღწევს. ფორმით ცვალებადი ფოთლები აქვს.  ყვავილები შეკრულია  ქოლგებად. აქვს სფეროსებრი ან მოგრძი–მომრგვალო ნაყოფი. შეიცავს ეთერზეთებს და ცხიმებს.

ოხრახუში ერთ ან ორწლოვანი ბალახია. მისი სამშობლოა ხმელთაშუაზღვისპირეთი. გავრცელებულია თითქმის ყველგან. ბუნებაში ოხრახუშის 3 სახეობა გვხვდება.  ბოსტნის ოხრახუში ორო წელი ხარობს,  პირველ წელს  ფოთლებსა და ძირხვენას ივიტარებს, მეორე წელს  კი — საყვავილე ღეროსა  და თესლს. ყინვაგამძლეა, თესენ გვიან შემოდგომით, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე.  
დანარჩენი ორი სახეობა ძირხვენასა და ფოთლოვანას სახელითაა ცნობილი.  მათ ნედლად და გამხმარს კულინარიასა და საკონსერვო მრეწველობაში,ასევე,  მედიცინაშიც (შარდმდენ საშუალებად) იყენებენ.


ნიახური ოხრახუშის "ახლო ნათესავია".  ის,  ჭაობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხარობს.  ნიახური ეთერზეთებს, მინერალურ ნივთიერებებს, მჟავებს, ც, ბ, პპ და წყლულის საწინააღმდეგო ვიტამინ უ-ს შეიცავს. ნიახური დღესაც ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინასა და კულინარიაში.

რეჰანი ბუჩქოვან მცენარეთა გვარს განეკუთვნება, უფრო კონკრეტულად  კი  ტუჩოსანთა ოჯახიდანაა. მისი 150-მდე სახეობაა ცნობილი, მაგრამ კულინარიაში ბორდოსფრად შეფერილ რეჰანს ვიყენებთ. ის,   ველურად იზრდება სუბტროპიკულ დ ატროპიკულ ქვეყნებში. ზომიერი ჰავის პირობებში,  ერთწლოვანია.

ქოლგოსანთა ოჯახის ამ მცენარეს  შეუძლია 2 წელი იხეიროს. კამას, მძაფრი არომატი აქვს,ამიტომაც კულინარიაში შეუცვლელი მწვანილია. იზრდება ველურად, თუმცა  წლებია უკვე კულტივირებულია. აქვს რთული ქოლგა, რომლის თესლებსაც ხშირად ახმობენ და სხვადასხვა სახეობის კერძის მნიშვნელოვანი კომპონენტი ხდება.


ამ კულტურებს სათბურსა და საოჯახო ბოსტანში ზრდიან.  სათბურობის სეზონი ნოემბრიდან- აპრილის ჩათვლითაა.  ბოსტანში მწვანილი თებერვალში ითესება, მოსავლის აღების დრო მარტშია. 
ქართველი მეურნეებისთვის, ყველაზე მომგებიანი  ოხრახუშის კულტივაციაა. ის, ყველანაირ ნიადაგზე ხარობს,უძლებს სიცივეს და ბევრი მორწყვა არ სჭირდება.
ასეთივე წარმატებულია ნიახურის ბიზნესი. სპეციფიური გემოს გამო, ეს მცენარე ქართული კერძების შეუცვლელი ინგრედიენტია. ამას გარდა, მედიცინაშიც გამოიყენება.