Search
Or
ბავშვთა კვება


 ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე
პროდუქტების ეს კომბინაცია შეიცავს რკინასა და ვიტამინ С-ს . სასურველია, 1 წლამდე ასაკის ბავშვმა პიურე  კვირაში რამდენჯერმე მიირთვას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:  

ბროკოლის კომბოსტო

ყვავილოვანი კომბოსტო

წყალი ან რძე

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო მოხარშეთ ორთქლლზე. მოხარშული მასალა გაატარეთ ბლენდერში. ფაფა  რძით გაათხელეთ. 

    ოსპისა და გოგრის პიურე 
ეს პიურე შეიცავს რკინას, ბეტაკეროტინსა და В ჯგუფის ვიტამინებს.

                   ინგრედიენტები:

50 გრ წითელი ოსპი

120 გრ გასუფთავებული და დაწრილი გოგრა

მოხარშეთ ოსპი და გოგრა ცალც-ცალკე. შემდეგ ხის კოვზით გათქვიფეთ და ერთმანეთში აურიეთ.
 

არაჟანი, კამა და ნიგოზი
ინგრედიენტები:
2 ჭიქა არაჟანი
1 კბილი დანაყული ნიორი
¼  ჭიქა მსხვილად გატარებული ნიგოზი
¼ ჭიქა წვრილად დაჭრილი კამა
2 ჩაის კოვზი მარილი
აიღეთ საშუალო ზომის ჯამი. ნიორი, კამა, ნიგოზი , მარილი აურიეთ არაჟანში. ზემოდან მოაყარეთ ნიგოზის გახეხილი ფანტელები. ეს კერძი, პომიდვრის, ბარდის, სტაფილოსა და კარტოფილის სალათის გარდნირად გამოდგება.


კომბოსტო ლურჯი ყველით
პატარა ჯამში  ათქვიფეთ ნაღები და გაურიეთ 3 სუფრის კოვზი თხევადი,  ლურჯი ყველი. წვრილად დაჭერით უმი კომბოსტო  და მიღებულ მასას მოაყარეთ. 


ალუბლისა და ნაყინის სენდვიჩი
პატარებს ტკბილეული უყვართ. სცადეთ და მოამზადეთ  არაკალორიული გაყინული იოგურტის სენდვიჩი. შეინახეთ მაცივარში და მიირთვით ნებისმიერ დროს, როცა დაბალკალორიული დესერტი მოგინდებათ. აიღეთ  ორი ცალი  ორცხობილა, მათ შორის მოაქციეთ  გაყინული იოგურტი, მოასხით ალუბლის მურაბა და გაყინეთ.