Search
Or
10 იდეა კვერცხისთვის

კვერცხი პომიდვრის სოუსში
რამდენიმე მოხარშულ კვერცხს  შუაზე ვჭრით. გამოვაცლით გულს. გამოღებულ შიგთავსს  დავსრესთ და დავუმატებთ მოთუშულ ხახვს, კუბიკებად დაჭრილ ბულგარულსს, დანაყულ ნიორთან და მწვანილებთან ერთად. მიღებულ მასას  მოვაყრით ხმელ სუნელებს, მარილსა და შავ პილპილს. მოვასხამთ მაიონეზს და ერთმანეთში კარგად ავურევთ.  შემდეგ, მას ბურთების ფორმას მივცემთ  და შუაზე გაჭრილ კვერცხს  ბურთულებით  ამოვავსებთ.  თუმცა, ამით ყველაფერი არ მთავრდება. ჩვენმა გემრიელმა  სადილმა საბოლოო სახე რომ მიიღოს, პომიდვრის სოუსი უნდა შევკაზმოთ. ამისათვის, საჭიროა მოვთუშოთ ხახვი, ბულგარული, გახეხილი პომიდორი, ნიორთან  და მწვანილებთან ერთად.  დავუმატოთ წყალგარეული ტომატის პასტა, მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
მორევაღა დარჩა და მზადაა.  არ დაგავიწყდეთ, სუფრასთან სანამ მიიტანთ, ამოვსებული კვერცხი სოუსში ჩააწყვეთ.  აჯობებს, ასე, წვნიანში გაჟღენთილი მიირთვათ.


"კვერცხი ფაბერჟე"

ფაბერჟეს მოსამზადებლად ქათმის ბულიონი უნდა მოვხარშოთ. ბულიონი გავაციოთ და მასში  ჩავალბოთ ჟელატინი. 2 საათი ვადროვოთ.  შემდეგ,  გაჟღენთილი ჟელატინი ცეცხლზე დავდგათ, სანამ მთლიანად არ გადნება. ყურადღება მიაქციეთ, რომ  არ ადუღდეს.  დუღილი ყველაფერს გააფუჭებს.
მაცივრიდან გამოიღეთ უმი კვერცხი, დანის წვერით ძირი გაუხვრიტეთ  და  შიგთავსი გადმოღვარეთ.  ნაჭუჭი სოდიან წყალში გარეცხეთ და  გამდინარე წყალში გაავლეთ. ეტაპობრივად   დაიწყეთ ნაჭუჭის შიგთავსის მომზადება.  
დაჭერით ლორი და  ბულგარული წიწაკა ( სილამაზისთვის, შეეცადეთ მწვანეც გამოიყენოთ და წითელიც). ნაჭუჭის ფსკერზე დააწყვეთ ბულგარული წიწაკის კუბიკები და მწვანილის ფოთლები.  პარალელურად,  კონსერვის ქილიდან  ამოიღეთ ბარდა და სიმინდის მარცვლები. კვერცხის ქერქი ამოავსეთ ყველა ამ ინგრედიენტით. ჟელატინგარეული ბულიონი მოასხით.  კერძი თითქმის მზადაა.  მოათავსეთ გრილ ადგილას და აცადეთ შესქელება. როცა მიხვდებით, რომ მასა გამკვრივდა, კვერცხის ნაჭუჭი გააცალეთ  და ისე მიირთვით. მის მოსამზადებლად, საქონლის ენაც გამოდგება.






კვერცხის ტარტალეტები

225 გრ. ფქვილს შეურიეთ მარგარინი, მოაყარეთ მარილი. თანდათან, დაამატეთ 2 ს/კ ცივი წყალი და მოზილეთ ცომი.  ცომისაგან 4 ბურთულა გააკეთეთ, დადეთ ფქვილ მოყრილ დაფაზე, გააბრტყელეთ და ჩადეთ  სპეციალურ ფორმებში. რგოლებად დაჭრილი ხახვი შეწვით ზეთში და დააწყვეთ გამზადებულ ტარტალეტებზე. კვერცხი ოდნავ ათქვიფეთ, შეურიეთ მარილი, პილპილი და გახეხილი ყველი.  მასა ხახვს დაადეთ და წინასწარ, 200 გრადუსზე გაცხელებულ  ღუმელში, ნახევარი საათის განმავლობაში გამოაცხვეთ.


ხილოპიტესი
ხილოპიტესის მოსამზადებლად დაგჭრდებათ:

1 კგ. ფქვილი
3 ც. კვერცხი
 250-300 მლ. რძე
 250 გრ. პომიდორი
1 ს/კ კარაქი
 მარილი

მომზადების წესი:

ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი. მეორე თასში ფქვილი გადმოყარეთ, გააკეთეთ ჩაღრმავება, ჩაასხით ათქვეფილი კვერცხი, ცოტა რძე და მოზილეთ ცომი. ზელისას, თვალის ზომით  დაამატეთ რძე, რადგან ცომი უნდა გამოვიდეს მაგარი და ელასტიური. ამ პროცესს რომ მორჩებით, ცომი ფქვილიან ფიცარზე  გააბრტყელეთ და ოთხკუთხედ ნაჭრებად დაჭერით. ნაჭრები გაიტანეთ აივანზე და ჰაერზე გააშრეთ.


კვერცხი ტაივანურად

ამ კერძის მოსამზადებლად  ექვსი ცალი კვერცხი დაგჭირდებათ.
მოხარშეთ. გააცივეთ. გააცალეთ ნაჭუჭი. დაჩხვლიტეთ  და მზესუმზირას ზეთში შეწვით. კვერცხი გარედან ოქროსფრად შეიფერება. მერე, ტოლ ნაწილად დაჭერით და ლანგარზე დააწყვეთ.
მზესუმზირას ზეთშივე მოხრაკეთ  ხახვი, ორ ცალ  ჩილისთან ერთად. ამის შემდეგ, ტაფაზე გააცხელეთ ორი სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, დაასხით  ერთი სუფრის კოვზი წყალი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და მოურიეთ შესქელებამდე.



კვერცხი ქოთანში
დათვის სოკო  - ასე ეძახიან ამ იშვიათი ჯიშის სოკოს, რომელიც ჩვენი კერძისთვის  მნიშვნელოვანი ინგრედიენტია.  სოკო მოხარშეთ. წვრილად დაჭერით და  2-3 ნაჭერ ხახვთან ერთად,  ნაღების კარაქში შეწვით.
ამის შემდეგ, 4 ცალი საშუალო ზომის ბადრიჯანი კუბიკებად დაჭერით და მცენარეულ ზეთში მოხრაკეთ. ბადრიჯანი, სოკო ხახვით და 4 ცალი რგოლებად დაჭრილი მოზარშული კვერცხი ქოთანში ფენებად ჩააწყვეთ.  შეეცადეთ, ბოლო ფენა კვერცხის იყოს.  მოასხით 1 სუფრის კოვზი არაჟნის სოუსი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და ქურაში გამოაცხვეთ.  სუფრასთან მიტანამდე, ზემოდან წვრილად დაჭრილი კამა მოაპნიეთ.

 


კვერცხის სალსა
კარგად  დაკეპეთ 2 მოხარშული კვერცხი. დაჭერით  1/2 კონა მწვანე ხახვი, კიტრის მარინადი, დაუმატეთ 6 ს/კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 ს/კოვზი წითელი ძმარი, მწიკვი შაქარი და დაქუცმაცებული ტარხუნა. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და შეკაზმეთ. მიღებული მასა  წაუსვით იტალიურ ცლაბატტას პურს,  გვერდით შემოუწყვეთ “სალიამის” ნაჭრები,  თხელ ფენებად დაჭრილი ბოლოკი, ასეთივე ზომის პომიდორი, მწვანე და შავი ზეთისხილი. ჭამისას „დიდი პირი“ გააღეთ და ერთიანად შეახრამუნეთ.



ერბო კვერცხი ბადრიჯნის ხიზილალათი

 როცა მსუყე საუზმის ხასიათზე ხართ და თან უბრალო კერძზე გული არ მიგდით, ეს რეცეპტი გამოიყენეთ.
  ხიზილალა  დღითი-დღე ძვირდება, ამიტომ მას ბადრიჯნის, სახლში მომზადებული ხიზილალათი ჩავანაცვლებთ.  ამისათვის დაგვჭირდება 200 გრ ბადრიჯანი, 50 გრ. ხახვი, ოხრახუში,ბულგარული წიაკა, ტომატის პასტა, ნიორი, ქინძი და  რაღა თქმა უნდა,  პილპილისა და  მარილის დუეტი.
გათალეთ ბადრიჯანი და ხახვთან, ოხრახუშთან, ბულგარულ წიწაკასთან ერთად გაატარეთ ხორცასკეპში. მიღეულ მასას გაურიეთ ტომატის პასტა და  დაბალ ცეცხლზე, ზეთში მოშუშეთ. საათნახვარის შემდეგ,  დაუმატეთ  ქინძი, მარილი, დაჭყლეტილი ნიორი, ამოურიეთ და ბადრიჯნის ხიზილალა მზადაა.

 ხიზილალა  ერბოწასმულ ტაფაზე დადეთ, მოასხით ერბო და  ათქვეფილი კვერცხი. შედგით ღუმელში. რამდენიმე წუთში გამოიღეთ და ზემოდან  წვრილად დაჭრილი ოხრახუში მოაყარეთ.




კვერცხი სატენით
მაგრად მოხარშეთ კვერცხი. გააცივეთ.  ნაჭუჭიანად სიგრძეზე დაჭერით.  ამოიღეთ შიგთავსი ისე, რომ ნაჭუჭი არ დააზიანოთ. დაკეპეთ წვრილად.  კარგად აურიეთ ხახვის ნაჭრები, პილპილი, მარილი, ძმარი და ზეთში გახსნილი გამზადებული მდოგვი.  მიღებული მასით ამოავსეთ ქვერცხის ნაჭუჭი, დააწყვეთ ტაფაზე და ღუმელში შეწვით. მიითვით ნაჭუჭიანად.
 



კვერცხი უნგრულად
 სოკო კარგად  გარეცხეთ ცივ წყალში და დააქუცმაცეთ. შემდეგ, დაჭერით ხახვი. დიდ ტაფაზე გაადნეთ  80 გრ. კარაქი,ზედ  მოხრაკეთ ხახვი და ოხრახუში, დააყარეთ სოკო და ყველაფერი ერთად შეწვით.  მარილისა და პილპილის მოყრაც არ დაგავიწყდეთ.  მომზადებულ სოკოს მოასხით ნაღები და ამოურიეთ.
ბოლოს კარადიდან გადმოიღეთ  ცეცხლგამძლე ფორმა. შიგნიდან კარაქით მოასუფთავეთ.  ჩაასხით სოკოს მასა, გააკეთეთ 8 ჩაღრმავება და თითოეულში ჩაახალეთ თითო კვერცხი.