რუმინელი გლეხები გრაფ დრაკულას ნიორით იგერიებდნენ. ასეთია ლეგენდა ტრანსილვანიელი ნივრის სუნით შეშინებული ვამპირების შესახებ. თანამედროვე სამყაროშიც არსებობს ლეგენდა ნიორზე - ის, გაციებისგან გვიცავს.
ზამთარს მომზადებული რომ შეხვდეთ, მისგან მომზადებული კერძები მიირთვით.
ერთ-ერთი ასეთი კერძია ბროკოლი სატაცურის სოუსით. ორგანიზმისთვის ამაზე სასარგებლო რეცეპტს ვერ მოიფიქრებთ. მისი მომზადებაც სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ.
მომზადების წესი:
გახურებულ ტაფას დაასხით ზეითუნის ზეთი და მასში მოშუშეთ ხახვი, ნიორი, სიმეტრიულად დაჭრილ სტაფილოსთან ერთად. პარალელურად, მოხარშეთ სატაცურის ღეროები და ბროკოლი. მოხარშული სატაცური გახეხეთ და წინასწარ მოხალულ ფქვილს შეურიეთ, დაასხით რძე, მოაყარეთ პილპილი, მარილი და ადუღეთ 7 წუთის განმავლობაში. საბოლოო შედეგის მისაღებად, ქვაბში მოთავსებულ მასას შეურიეთ ტაფაზე მოშუშული ბოსტნეული და გემრიელად მიირთვით.