ზამთრის ხილს თუ ჩამოვთვლით, ფეიხოა მათ შორის ყველაზე გამორჩეული იქნება. გარედან მწვანე, პრიალა ტყავით დაფარული მცენარე, გემრიელ შიგთავსს მალავს. სწორედ ამ შიგთავსისგან მზადდება გემრიელი ჯემი, მურაბა. კომპოტს, როგორც წესი, მთლიანი ფეიხოასგან ამზადებენ, ქილაში მას პირდაპი ქერქიანად ყრიან.
კომპოტებისა და ჯემების გარდა, ფეიხოა დიეტური სალათის ინგრედიენტიცაა. ფეიხოა ძალიან სასარგებლო მცენარეა. აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს. გამოყავს ტოქსინები. შეეცადეთ ზომიერად მიირთვათ. ეთერზეთებითაა გაჯერებული და ზედმეტი თუ მოგივიდათ, პირს დაგისუსხავთ და სისხლს გაგითხელებთ.
ჭარბწონიანი ადამიანებისთვის, ფეიხოას სალათა საუკეთესო საუზმეა. მის მოსამზადებლად, 1 ცალი ჭარხალი, 1 ცალი ვაშლი, 5 ცალი ფეიხოა, 1 ავოკადო, 1 ნაჭერი ანანასი, ლიმონი და ნატურალური იოგურტი დაგჭირდებათ. იოგურტის ჩანაცვლება არაჟანით ან მაწონითაც შეიძლება.
მოკლედ, კუბიკებად დაჭერით გათლილი ვაშლი და ფეიხოა. გახეხეთ ავოკადო ჭარხალთან ერთად. აურიეთ ერთმანეთში. მოასხით ლიმონის წვენი და იოგურტი. ზემოდან, წვრილად დაჭრილი ანანასით გააფორმეთ. მიირთვით ყოველ დღე და ხშირ-ხშირად სარკეში ჩახედვა არ დაგავიწყდეთ.