Search
Or
გოგრა

 
გოგრა უცნაური  მცენარეა. ხან კონკიას ეტლად გადაიქცევა, ხან  ჰელოუნის დღესასწაულის  სიმბოლო „ჯეკი ფარანი“ ხდება და ხან კიდევ, სუპი, ნამცხვარი ან კოქტეილის ინგრედიენტი.


ერთი შეხედვით, კულინარიაში  გამოუსადეგარი  მცენარე - მრავალფუქციური აღმოჩნდა. უამრავი კერძი, ტკბილეული, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელი არსებობს, რომელიც გოგრისგან მზადდება. ამას გარდა, მედიცინასა და კულინარიაში  აქტიურად გამოიყენება მისი თესლებიც.  თქვენ წარმოიდგინეთ, გოგრისგან ნაყინსაც კი ამზადებენ. ამბობენ, რომ თუ ერთხელ  მაინც გასინჯავთ,  გემო არასდროს დაგავიწყდებათ.  მომზადება იოლია. სახლის პირობებშიც კეთდება. მთავარია,  რეცეპტს მიჰყვეთ.

დაგჭირდებათ შემდეგი პროდუქტები:
 

  • 1-1/2 ჭიქა ნაღები
  • 1 ქილა შესქელებული რძე
  • 3/4 ჭიქა გოგრის პიურე
  • 1 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
     

 წინასწარ გაამზადეთ გოგრის პიურე. შეეცადეთ, რაც შეიძლება თხელი მასა მიიღოთ.  შეურიეთ შექსელებულ რძეს. შეკმაზეთ ვანილით.  ნელ-ნელა დაამატეთ ათქვეფილი ნაღები. აურიეთ და გააციეთ.  ასეთი იშვიათი გემოს  ნაყინს მაღაზიაში ვერ იყიდით.