სარესტორნო კომპლექსი შატო დე ვერე თბილისთან ახლოს, ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე, თბილისი-კოჯრის ქუჩაზე მდებარეობს. იდეა თავიდანვე იყო ის, რომ აქ მოსულ თითოეულ სტუმარს თავი ეგრძნო ზღაპარში. შექმნილიყო ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ქაოსური ქალაქის დამღლელი რიტმისგან განტვირთვა, საუკეთესო გასტრონომიული გამოცდილებით.
მუდმივად განახლებადი მენიუ, კომპლექსის სხვადასხვა სივრცეში - ქართული და ევროპული რესტორნების, ირლანდიური პაბის და სტეიკჰაუსის განსხვავებული კონცეფცია და მენიუ, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს ყველა გემოვნების სტუმარზე.
შატო ნამდვილად მოგაგონებთ სასახლეს ზღაპრიდან. სასიამოვნოდ გატარებული დრო სუფთა ჰაერზე, ულამაზესი ხედით თბილისზე, მეგობრული და ყურადღებიანი პერსონალი, არც ერთ ვიზიტორს ტოვებს გულგრილს.