Search
ან
რესტო გიდი - მარგო

რესტორანი მარგო მდებარეობს ავლაბარში, თვალისმომჭრელი ხედებით ძველ თბილისსა და მტკვარზე.
მარგო ძველ და ახალ ამბებს გიზიარებთ, დილაობით მიხაკ-დარიჩინიანი ფუნთუშების სურნელით გაბრუებული, მტკვარს სიზმარს უყვება, საღამოს კი, სადღესასწაულო სუფრას გაშლის, მეგობრებს შემოიკრებს და მუსიკის ჰანგებსა და მტკვრის ხმაურში გიმასპინძლებთ.
მარგოს ბრენდ შეფი თინა ვაშაკიძეა, თავადაც მარგოსავით მოუსვენარი, კერძებს ხასიათის მიხედვით ქმნის. ყველა კერძი თითქოს მარგოს ხასიათსა და ცხოვრებაზე მოგვითხრობს - საინტერესო, მხიარული, ემოციური: დილაობით ფრანგულად დახვეწილი, საღამოს კი ფერადი წიწაკებით მოკაზმული და მშფოთვარე.
მარგოს სამზარეულო ქართული და ევროპული კერძების ნაერთია. თითოეული კერძი, მარგოსავით გაპრანჭულია. ქათმის პაშტეტი, ერთი შეხედვით, ფრანგულ დესერტს ჰგავს, მეგრულ ელარჯს კი მარგალიტებივით ასხმული კრევეტები შვენის. 

ნოემბერში გაიხსნა მარგო სოლოლაკი, სადაც გაზაფხულიდან ამოქმედდება სოლოლაკის მთებით გარშემორტყმული ღია აუზი და კაფე.