დედაენის ბაღში ახალი ობიექტი გაიხსნა ქუჩის საკვების მოყვარულთათვის, გასტრო გიდი “რუსტერის” თანადამფუძნებელს, ნიკოლოზ გიგაურს ესაუბრა რესტორნის კონცეფციაზე.
“გვინდოდა თბილისში კარგი სტრიტ ფუდის რესტორანი ყოფილიყო და ჩავთვალეთ რომ ჩვენი ლოკაცია იდეალური იქნებოდა ამ იდეის განსახორციელებლად, რადგან პარკშია განთავსებული.
კონცეფცია არის ამერიკულ/ქართული გრილ ბარ/რესტორანი, სტრიტ ფუდ კერძებით, რომელიც მუდმივად იცვლება და ვითარდება.
მუდმივად სიახლეებზე ორიენტირებული სტრიტ ფუდ საკვებია, რომელიც არა ”სტრიტფუდული” ფორმითაც შეგიძლია მიირთვა ცოტა უფრო განსხვავებულ გარემოში, მეორე სართულზე. კერძებს რაც შეეხება, ძირითადად სენდვიჩებია. მენიუში დომინირებს ხორცები, რომელსაც შენი ნებაა რა ფორმით მიირთმევ - სენდვიჩის, ბურგერის, ცალკე გარნირით თუ ყველას ერთად დაფაზე. თითქმის ყველაფერს გრილზე ვამზადებთ.
მენიუ შედგენილია ირინა ელიოზიშვილის (ბრენდ შეფი), ლევან გრძელიძის და ალეკო შათირიშვილის კოლაბორაციით, რომლებმაც იდეალურად გაიაზრეს ჩვენი იდეები და აქციეს ყველასთვის მენიუდ.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, პირველი გეგმა - გაფართოება და ვერანდის დამატება შესრულებულია. ახლა უფრო მეტად გაფართოებაზე და ახალი ფილიალის გახსნაზე ვფიქრობთ, თუმცა რამდენად ახლო მომავალში, ვერ გეტყვით”.