Search
ან
რესტო გიდი - გუნდა, არტიზანული სახაჭაპურე

ჯერ კიდევ 2017 წელს საქართველოს საუკეთესო მეცნიერებთან,მკვლებარებთან,არქეოლოგებთან და ისტორიკოსებთან ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ გვეწარმოებინა ხაჭაპურის ფესვები პირველი კვლევა,რის შედეგადაც 40 განსხვავეუბული სახეობის და ფორმის ხაჭაპური იქნა აღმოჩენილი, რომელთაგან თითოეული უნიკალური რეგიონული თავისუბურებითა და მასთან დაკავშირებული მომზადების რიტუალით ხასიათდება.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად, საქართველოში პირველი არტიზანული სახაჭაპურის გახსნის იდეა დაიბადა. ჩვენი სახაჭაპურის ფილოსოფია, მხოლოდ ენდემური ხორბლის ჯიშებისა და ყველის სახეობების გამოყენებით, უნიკალური ქართული რეცეპტებითა და ცხობის ტრადიციის ერთიანობით, ხაჭაპური გამოცხობას გულისხმობს. და, ამავდროულად, ცხობის პროცესში, ყოველ ეტაპზე, ნიადაგიდან - სუფრასთან მიტანამდე, მდგრად გასტრონომიულ მიდგომებს ემყარება. 

“გუნდას” გუნდი ამაყია იმით, რომ ჩვენი თანამონაწილეობით, “ხაჭაპდაურის ტრადიცია საქართველოში”, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში იქნა შეტანილი. 

გულწრფელად გვჯერა, რომ ამ მარტივ, მაგრამ გენიალურ კერძს, რომელიც 

თითოეული ქართველის იდენტობის ნაწილია, აქვს პოტენციალი, იცნობდნენ  აფასებდნენ მთელ მსოფლიოში. “გუნდას” გუნდის ძალისხმევა და ღირებულებებიც, რომელზეც ბრენდი დგას, მუდამ ამ მიზნის მიღწევისკენ იქნება მიმართული.