აცივდა და გოგრის გემრიელი დესერტების და კერძების მომზადების დრო დადგა.
ჩვენს ვებგვერდზე ბევრ საინტერესო რეცეპტს იპოვით გოგრით, ამჯერად მაფინები დავამატეთ საშემოდგომო კერძების ჩამონათვალს. მარტივად მოსამზადებელი გოგრის მაფინები ჯანსაღი და სასარგებლო ტკბილეულია პატარებისთვის თუ უფროსებისთვის.
რა დაგჭირდებათ:
პირველ რიგში ვხარშავთ გოგრას ორთქლის აბაზანაზე, გავაგრილებთ და ამოვიღებთ რბილობს, ავწონით.
ვაცხელებთ ღუმელს 190 გრადუსზე.
ფქვილს, გამაფხვიერებელს და დარიჩინს ავურევთ.
მიქსერით ავთქვეფთ კვერცხს და შაქარს, ვამატებთ ჩანგლით დაჭყლეტილი გოგრის რბილობს და კარგად გადავურევთ. ჩავყრით მშრალ ინგრედიენტებს და მოვურევთ. სულ ბოლოს ჩავასხამთ ზეთს და კარგად გადავთქვეფთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ½ ჭიქა დაჭრილი ნოგოზი, ძალიან უხდება.
ცომს გავანაწილებთ მაფინის ყალიბებში, სულ 12 ცალი გამოგივათ. თუ არ გაქვთ სპეციალური ქაღალდის ყალიბები, ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი მსუბუქად, რომ არ მიიკრას.
აცხვეთ 20 წუთი ან ან შეამოწმეთ ხის წკირით, რომელიც მაფინში ჩარჭობის შემდეგ მშრალი უნდა ამოვიდეს.
შეინახეთ ჰერმეტულად 3 დღემდე.