ნიოკი ჩრდილოეთ იტალიის ტრადიციული კერძია, პასტის ნაირსახეობაა, მხოლოდ ჩვენთვის ნაცნობი პასტებისგან განსხვავებით, ცომი მოხარშული კარტოფილით მზადდება. იტალიის ჩრდილოეთში, შედარებით ცივი კლიმატის გამო, კარტოფილის კულტურის მოშენება უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდა, ვიდრე მარცვლეულის. Სწორედ ამან განაპირობა ნიოკის პოპულარობა ამ მხარეში, ის გლეხების საყვარელი კერძი იყო საუკუნეების მანძილზე.
იტალიის სხვა რეგიონებში შეხვდებით ნიოკის განსხვავებული ინგრედიენტებითაც, მაგალითად პოლენტით, პურის ორცხობილით, გოგრით, ისპანახით და ა.შ. თუმცა კარტოფილის ნიოკი იტალიელების, და არა მხოლოდ, ფავორიტი კერძია. Რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი მოსაზრება ნიოკის მომზადების ტექნოლოგიასთან დაკავშირებით - მოიხარშოს თუ გამოცხვეს კარტოფილი, ემატება თუ არა კვერცხი და ა.შ. Ჩვენი რეცეპტით მარტივად მოამზადებთ ამ კერძს და გვერწმუნეთ, ძალიან ისიამოვნებთ შედეგით.
2 მოზრდილი ულუფა ნიოკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
შეარჩიეთ თანაბარი ზომის კარტოფილი და მოხარშეთ მზადყოფნამდე (20-30 წუთი). გააცალეთ კანი ცხელსვე, დაჭყლიტეთ ჩანგლით ან პიურეს საჭყლეტით, შეგიძლიათ გახეხოთ წვრილ სახეხზე, კარტოფილი არ უნდა გაცივდეს. სწრაფად შეურიეთ ფქვილი, მარილი, პილპილი, დაუმატეთ მსუბუქად ათქვეფილი კვერცხი. Მოზილეთ, ვიდრე ინგრედიენტები არ გაერთიანდება. Ზედმეტად არ დაამუშავოთ ცომი. გაყავით 4 ნაწილად, დაიხმარეთ ცოტა ფქვილი საჭიროებისამებრ, თითოეულ ნაწილს მიეცით ცილინდრის ფორმა და დაჭერით პატარა ნაჭრებად. აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი.
მოამზადეთ სოუსი - ეს შეიძლება იყოს ყველის, პომიდვრის სოუსი, ბოლონეზე, პესტო ან უბრალოდ კარაქი და სალბი, რაც იტალიაში ყველაზე გავრცელებული სოუსია ნიოკისთვის.
ადუღებულ წყალში ჩაყარეთ ნიოკი. Როდესაც წამოდუღდება და ზედაპირზე ამოვა, ხარშეთ 30 წამი. გადმოიტანეთ სოუსიან ტაფაზე/ქვაბში, გააჩერეთ 1-2 წუთი ცეცხლზე, ამოურიეთ და გაანაწილეთ თეფშებზე. მოახეხეთ პარმეზანი სურვილისამებრ.