Search
Or
რატომ უნდა ვჭამოთ მწვანე ბოსტნეული

მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული ჯანსაღი კვების განუყოფელი კომპონენტია, მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და უჯრედისით, ამავე დროს დაბალკალორიულია.

კვლევების თანახმად, ადამიანებს, რომელთა კვების რაციონში ყოველდღიურად ჭარბობს მწვანე ფერის ბოსტნეული, აქვთ უკეთესი მეხსიერება.

თითქმის ყველა მწვანე ბოსტნეული კალციუმის წყაროა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეგანურ კვებაზე მყოფთათვის.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად დადგინდა კორელაცია მწვანე დიეტასა და ჰიპერტენზიას შორის. მეტი მწავნე ბოსტნეული უდრის ნაკლებ რისკს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა.

ფოთლოვანი ბოსტნეული მდიდარია ზეაქსანტინით და ლუთეინით, რაც ჯანსაღი მხედველობისთვის აუცილებელი ნივთიერებებია, იცავს თვალებს ასაკის თანმდევი დაავადებებისგან.

ყველა ეს სარგებელი რომ მიიღოთ ბოსტნეულისგან, რეკომენდებულია ყოველდღიურად 1 ჭიქის ოდენობის ნებისმიერი მათგანის ან მიქსის ჩართვა კვების რაციონში. შეგიძლიათ მოამზადოთ სხვადასხვა სალათი, გაურიოთ თქვენს საყვარელ სასმელებში, სმუზებში. გადახედეთ ნუტრიენტებით ყველაზე მდიდარ და პოპულარულ მწვანე ბოსტნეულის სახეობებს:

 

1. ისპანახი ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, მისგან ბევრი კერძის მომზადება შეიძლება, მაგრამ ასევე შეუცვლელი გემო აქვს სალათებში და სმუზებში, თერმული დამუშავების გარეშე. მდიდარია A, C, K1, B ჯგუფის ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით და კალციუმით.

  

2. კეილი ნუტრიენტებით ყველაზე მდიდარი ბოსტნეულია დედამიწაზე - ვიტამინების (A, C, K), მინერალების და ანტიოქსიდანტების ნამდვილი საბადოა. უმჯობესია უმად გამოყენება, რადგან თერმული დამუშავებისას კარგავს ვიტამინების ნაწილს.

 

3. მიკრომწვანილები გარდა იმისა, რომ გამოიყენება კერძის მოსართავად, კონცენტრირებულად შეიცავს ბევრ სასარგებლო ვიტამინსა და ნუტრიენტს. 

 

4. კომბოსტო მდიდარია C ვიტამინით, რაც იცავს ორგანიზმს ქრონიკული დაავადებებისგან. ეს ხრაშუნა ბოსტნეული უჯრედისის წყაროა, ხელს უწყობს მეგობარი ბაქტერიების წარმოქმნას, მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის. 

 

5. რუკოლა, ისევე როგორც სხვა მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, მდიდარია A, K, B9 ვიტამინებით, კვლევების თანახმად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.