ზაფხული საზამთროს გარეშე წარმოუდგენელია. ცივი, გამაგრილებელი საზამთროს ნაჭრები დღის ნებისმიერ მონაკვეთში სასურველი ნუგბარია. მიუხედავად იმისა, რომ საზამთროს შემადგენლობის 90% წყალია, საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია, ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით, აჩქარებს მეტაბოლიზმს და გვეხმარება წყლის ბალანსის შენარჩუნებაში ზაფხულის ცხელ დღეებში.
გიფიქრიათ საზამთროს ინგრედიენტად გამოყენებაზე? მისგან უამრავი გემრიელი სასმელის, აპეტაიზერის, სალათის თუ დესერტის მომზადება შეიძლება.
საზამთროს დაიკირის მოსამზადებლად მხოლოდ სამი ინგრედიენტი დაგჭირდებათ: საზამთრო, ლაიმი და რომი. 4 ჭიქა დაჭრილი საზამთროს კუბები გაყინეთ წინასწარ, დააბლენდერეთ 1 ლაიმის წვენთან და ½ ჭიქა რომთან ერთად. ჩამოასხით ჭიქებში და დაიკირი მზადაა.
იტალიურ პროშუტოში გახვეული საზამთროს ნაჭრები არაჩვეულებრივი აპეტაიზერია საზაფხულო წვეულებისთვის.
საზამთროს და მარწყვის სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
საზამთრო, მარწყვი და კიტრი დაჭერით საშუალო ზომის კუბებად. მოაყარეთ მარილი, დააქუცმაცეთ ფეტა და მოაყარეთ სალათს, მოასხით ზეთი, ძმარი და მოაყარეთ პიტნის ფოთლები.
საზამთროს გამაგრილებელი ნაყინიც მარტივად მზადდება, 3 ჭიქა დაჭრილი საზამთრო და ½ ლიმონის წვენი დააბლენდერეთ, შეავსეთ ყალიბის ¾ და გაყინეთ. 1 საათის შემდეგ ჩაასხით დაბლენდერებული კივი, 1-2 ცალი. გაყინეთ მზადყოფნამდე, დაახლოებით 4 საათი. ყალიბიდან მარტივად რომ ამოიღოთ, გადაავლეთ თბილი წყალი.