Search
ან
გემრიელი ყავა სახლში

გემრიელი ყავის მომზადება სახლშიც შესაძლებელია. გაიცანით ბოლოდროინდელი ინტერნეტ ვარსკვლავი - ყავა დალგონა. ყავამ სახელი სამხრეთ კორეული ტკბილეულისგან მიიღო, რომელიც ამ უკანასკნელს ძალიან წააგავს გემოთი. 

ყველაზე პოპულარული ყავა გუგლის საძიებო ტრენდების სათავეშიც მოექცა. 

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 2 ს. კ ხსნადი ყავა
  • 2 ს. კ შაქარი
  • 2 ს. კ ცხელი წყალი.

ყველა ინგრედიენტი ერთად ჩაყარეთ ჯამში და ათქვიფეთ ელექტრო მიქსერით, ვიდრე მასა ფაფუკი არ გახდება, დაახლოებით 1-2 წუთი. შესაძლებელია ხელის სათქვეფით მორევა, რასაც დაახლოებით 5-6 წუთი დასჭირდება. ჭიქაში ჩაასხით რძე, მე გამოვიყენე ნუშის. რძე შეგიძლიათ წინასწარ გააცხელოთ, თუ ცხელი ყავის დალევას გადაწყვეტთ ან მიირთვით ცივი, ყინულებთან ერთად. ყავის ქაფი გადაანაწილეთ ჭიქებში და მოურიეთ. მოცემული რაოდენობა ორ ჭიქა ყავას მოამზადებს.
 

თეგები