Search
ან
ლიკა კარტოზიას რჩევები

კომპოზიციაში აწყობილია ქართული ყველის თეფში, სადაც არის წარმოდგენილი ქართული ყველის ნაირსახეობა, როომელიც კარგად ერწყმის ბორჯომის მინერალურ წყალს, მას უხდება თეთრი ღვინო. თეფშზე არის წარმოდგენილი, როგორც ახალგაზრდა ყველი, ასევე დაძველებული ყველი, რომელსაც აქვს თავისი გემო და პეწი. 
საფერავში დავარგებული, თაფლში დავარგებული, ტენილი ყველი, რომელიც უხდება ტანინიან ღვინოს, შებოლილი სულგუნი, სულგუნი, იმერული ყველი, თხის ყველი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველი არ ითვლება დესერტად, ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალური ხდება ყველის თეფში დაწყვილებული ღვინოსთან.
სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ნაჭრის ხელსახოცი, პირველი ზომის თეფში (მთავარი კერძის თეფში), ცივი კერძის თეფში, რომელიც ზემოდან დევს. გვერდზე მარცხენა მხრიდან პატარა მოცულობის თეფში (პურის თეფში), რომელზეც არის მოთავსებული კარაქის დანა. ხელმარცხნივ არის "პირველი სვლა", გარედან პირველი ჩანგალი ითვლება პირველი კერძის ჭანგლად. პატარა მოცულობის დანა-ჩანგალი ნიშნავს იმას, რომ პირველად უნდა მივირთვათ სალათი. თევზის დანა-ჩანგალი, სტეიკი, დიდი-ზომის - ფრინველი, მარცხენა მხარეს იდება ჩანგლები, მარჯვენა მხარეს დანები. თუ არის წვნიანი სვლა, მაშინ იდება კოვზი დანების მხარეს. თეფშის მოპირდაპირე მხარეს, ანუ ზემოთ, იდება დესერტის ხელსაწყოები. თუ გვიდევს დანა-ჩანგალი, ნიშნავს იმას, რომ დესერტზე მოდის ყველი. თუ გვიდევს კოვზი და დანა-ჩანგალი, ნიშნავს რომ გვექნება კექსი, ამ შემთხვევაში კოვზი გამოიყენება სოუსისთვის. 
თუ დევს დიდი მოცულობის კოვზი, ნიშნავს იმას, რომ მოდის კრემიანი დესერტი.
ყველა ხელსაწყო არის საჭირო იმისთვის, რომ სწორად მივირთვათ კერძი.
მარჯვენა მხარეს იდება ჭიქები, პირველი მთავარი კერძის დანასთან იდება ღვინის ჭიქა და დანარჩენი ჭიქები თავსდება სხვა დაწყვილებულ სასმელთან.

თეგები

ექსპერტის რჩევები