Search
Or
ვაძლიერებთ ორგანიზმს ვიტამინებით, წინ გრძელი ღამე გველის

ჩვენი იმუნიტეტი არ უნდა მოვადუნოთ და საკვებს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ, რადგან სულ მალე დაიწყება ახალი "გაციებების" და "ვირუსების" პერიოდი. გვინდა გაგიზიაროთ, რამდენიმე პროდუქტი, რომელიც გააძლიერებს და მოამზადებს თქვენს ორგანიზმს გარდამავალი პერიოდისთვის: 

1. კომბოსტოს მწნილი, ყველაზე სასარგებლოა მწნილებში, რადგან შეიცავს დიდი ოდენობით A, B, და C  ვიტამინს, არის ნაკლებად კალორიული. ხელს უწყობს მეტაბოლიზმს, გულის მუშაობას, ეხმარება კუჭ-ნაწლავს საჭმლის მონელებაში და გვაყენებს კარგ ხასიათზე. 

2. ბროწეული - შიცავს B6, B12, C, P - ვიტამინებს, რომლებიც ძალიან გვჭირდება. წმენდს სისხლს, ხელს უწყობს ახალი წითლი სხეულების - ერიტროციტების ჩამოყალიბებას. ბროწეულის წვენის გარევა  შესაძლებელია სტაფილოს წვენში, რაც მას კიდევ უფრო სასარგებლოს და კუჭისთვის უსაფრთხოს ხდის.

3. ჯანჯაფილი - შეიცავს მაგნიუმს, ფოსფორს, სილიციუმს, კალიუმს, რკინას, მანგანუმს, ვიტამინ C-ს, ქოლოლინს, რაც კიდევ უფრო მეტად ხელს უწყობს ორგანიზმს მოძლიერებაში. გამოიყენეთ ჯანჯაფილი ყველგან, სადაც კი შეძლებთ - საკვებში, ჩაითან ერთად, სალათებში. მის განსხვავებულ და განუმეორებელ არომატს ქმნიან ეთერ-ზეთები, რომლებიც შველიან თავის ტკივილს, მეხსიერების გაუმჯობესებას, აღძრავენ მადას და ასუფთავებენ ორგანიზმს ტოქსინებისგან

4. ვაშლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილია, იგი ძალიან გემრიელია და თან მთელი წლის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. ეს მცენარე ვარდისებრთა ოჯახს მიეკუთვნება და თითქმის 4000 წლინ წინ იქნა კულტივირებული. ვარაუდობენ, რომ ვაშლის სამშობლო ცენტრალური აზიაა. დღესდღეობით, ვაშლის 10 000-მდე ჯიში არსებობს, საქართველოში კი დაახლოებით 200 სახეობის ვაშლი მოჰყავთ.  ვაშლი შეიცავს С, В1, В2, Р, Е   ვიტამინებს. აგრეთვე კაროტინს, ფოლიუმის მჟავას, რკინას, კალციუმს, კალიუმსა და მარგანეცს. ვაშლი თითქმის ყველა დიეტის დროს გამოიყენება, რადგან შესანიშნავი პროდუქტია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება ან განტვირთვის დღეების მოწყობა სსურს. გაითვალისწინეთ, თუ კუჭის მაღალი მჟავიანობა გაწუხებთ, ტკბილი ჯიშის ვაშლი მიირთვით, ხოლო თუ პირიქით, დაბალი მჟავიანობა გაქვთ, მაშინ თქვენთვის მჟავე ჯიშის ვაშლია რეკომენდებული. რკინის დიდი შემცველობის გამო ვაშლი უებარია ანემიისას.

ვაშლს ხშირად იყენებენ კულინარიაში. მას უმატებენ სალათებს, ნამცხვრებს, დესერტებს, სასმელებს, ხორციან კერძებს (ძირითადად გულსართად); მისგან ამზადებენ ხილფაფას, ჩირს, ტყლაპს, წვენს, კომპოტს, კისელს.

Expret Advices