არაფერი შეედრება საახალწლო განწყობას, მითუმეტეს როცა ის ყველაზე დიდ პიკს აღწევს 31 დეკემბრის ღამის 12 საათზე. მრავალწევრიან ოჯახთან, მეგობრებთან, თუ უბრალოდ წყვილთან ერთად ახალი წლის შეხვედრისას, ბუნებრივად მოიაზრება საახალწლო სუფრაც, რომლის გაშლისთვისაც მოტივაცია არავის აკლია. თუმცა თუ გამოვიყენებთ რამდენიმე უბრალო ხერხს იმისთვის, რომ საქმე გავიმარტივოთ, დაგვეზოგება ენერგია უკეთესი დღესასწაულის გასატარებლად და დაგვრჩება დრო სხვა ისეთი რაღაცეებისთვის, როგორიც არის ჩაცმულობა და თავის მოვლა.
დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ სწორი იქნება სხვადასხვა ფუნქციების სწორად გადანაწილება - დელეგირება. მაგალითისთვის, ყველაზე კარგი გემოვნების მქონე ოჯახის წევრს ან მეგობარს, შეგვიძლია ვთხოვოთ, რომ იზრუნოს გაფორმებაზე. ყველაზე გამოცდილ მზარეულს დავავალოთ საპასუხისმგებლო კერძების მომზადება, დამწყებ მზარეულებს კი მისი მოხმარება.
სუფრის გაფორმებას დიდი ყურადღება ენიჭება ნებისმიერ დღესასწაულზე. ორიგინალური გადაწყვეტა ყოველთვის სჯობს ეგზოტიკურ და ძვირიან კერძებს. ხორცის კერძებს განსაკუთრებით უხდება მწვანე ფერი, რაც მათ სიახლეს მატებს. ხილი ლამზად გამოიყურება, როდესაც ის რამდენიმე ფერის არის. რაც ეხება აქსესუარებს და საახალწლო არტრიბუტიკას საკმარისი რამდენიმე ელემენტიც კი: სანთლები, ხელსახოცბი, საახალწლო სათამაშოები ან სხვა.
კერძები მთავარია იყოს იმდენი, რამდენის მირთმევაც არის შესაძლებელი სუფრის წევრების რაოდენობიდან და სუფრის ხანგრძლივობიდან გამომდინარე. ერთი ან ორი მთავარი კერძი, ცხელი კერძი, გამომცხვარი, სალათები და სწრაფი წახემსების საშუალება. თუ სუფრაზე ბავშვები იქნებიან არ დაგავიწყდეთ მათი საყვარელი კერძის მომზადებაც.
როგორც სუფრის გაშლისას, ისევე მის დამთავრებისას, სჯობს წინასწარ იყოს განაწილებული სუფრის ალაგების ფუნქციები.