Search
ან
ინდაურის ხორცი, როგორც დიეტური პროდუქტი

საქართველოში ყველა ხორციანი კერძი ასოცირდება ღორის მწვადთან, საქონლის ხორცთან, ქათმის და კურდღლის ხორცთან.
რამდენად ავყვებით არსებულ ტენდენციას, სხვა საკითხია, თუმცა უკვე ყველასთვის არის ცნობილი, რომ, მაგალითად, ღორის ხორცი არც თუ ისე სასარგებლოა, თავისი ცხიმიანობის გამო. 
საქონლის და ღორის ხორცის იდეალური ალტერნატივა და შემცველი გახლავთ ინდაურის ხორცი.
ამ ფრინველის მოშენება მრავალი საუკუნის წინ არის დაწყებული, ცნობილია ფაქტები, თუ როგორ იყენებდნენ აცტეკები ინდაურის ხორცს თავის კერძებში.
ინდაურის ხორცი საკმაოდ უხეში და მშრალია. მისი მომზადების დროს ხშირად გამოიყენებენ ხორცის დარბილების სხვადასხვა საშუალებებს - ხილის მჟავას, კარაქს, ძმარს და ა.შ.
დიეტური ხორცი შეიცავს A და E ვიტამინებს, რკინას, კალციუმს, ნატრიუმს, ფოსფორს, კალიუმს, იოდს, მაგნიუმს. ინდაურის ხორცი გამოირჩევა ნატრიუმის უხვი შემცველობით, რაც უწყობს სისხლის პლაზმის უკეთეს გამომუშავებას.

ინდაურის ხორცში არსებული კალციუმისა და კალიუმის რაოდენობა იდეალურია ორგანიზმისთვის, ამიტომ იგი რეკომენდირებულია ოსტეოართროზისა და ოსტეოპოროზის პროფილაკტიკისთვის.

მოცემულ პროდუქტს პრაქტიკულად არ აქვს უკუჩვენებები. გასათვალისწინებელია მხოლოდ ერთი რამ - შეიძინეთ მხოლოდ ახალგაზრდა ფრინველი. 

თეგები

ექსპერტის რჩევები