Search
Or
კარტოფილი მრავალი სახე

კარტოფილის გრატენი - ამერიკული რეცეპტი

 კარტოფილს მრგვალ ნაჭრებად დაჭრით.  შეარჩევთ რაიმე ლამაზ ფორმას,  კედლებს კარაქით დაამუშავებთ და კარტოფილის თხელ ფენებს მასში წრიულად ჩაალაგებთ.  ფქვილს დაასხამთ რძეს, რძეს დაასხამთ ნაღებს, მერე მოაყრით მარილსა და პილპილს, ერთმანეთში კარგად აურევთ და ფორმაში ჩამწკრივებულ კარტოფილს მოასხამთ.  არ დაგავიწყდეთ, ფორმას გარედან  აუცილებლად ამოაკარით ვერცხლის ფოლგა. ეს  თქვენს კერძს დახრუკვისგან დაიცავს. ღუმელის ტემპერატურა 200 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. 20- 30 წუთი აცხვეთ. მერე, მოხსენით ფოლგა და კიდევ 20 წუთით შეაბრუნეთ ქურაში, რათა კარგად გამოიწვას. ბოლოს, საშუალო ზომაზე გახეხილი ყველი მოაყარეთ  და 5 წუთით  ისევ შედგით  ღუმელში.
ყველაფერს რომ მორჩებით, წვრილ-წვრილად დაჭრილი კამა მოაყარეთ და მისი სილამაზითა და გემოთი დატკბით.



კარტოფილი ვაშლით

ამ კერძის მოსამზადებლად შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:

 3 ც მოხარშული კარტოფილი

3 ც მოხარშული კვერცხი

1 კონა მწვანე ხახვი

2 ც ვაშლი

მარილი,პილპილი

მაიონეზი


 

კუბიკებად დაჭრილ კარტოფილსა და მოხარშულ კვერცხს  მოვაყაროთ გახეხილი ვაშლი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. გემოვნების მიხედვით მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მოვასხათ მაიონეზი და კარგად მოვურიოთ.
 

კარტოფილის ტკბილი ღვეზელი

ღვეზელის ცომი კარგად დამუშავების შემდეგ,  სპეციალურ ფორმაში  მოვათავსოთ და  350 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შევდგათ.  გავაჩეროთ 20 წუთით.  მოვამზადოთ კარტოფილის პიურე.   პიურე ავთქვიფოთ კვერცხთან ერთად.  დავუმატოთ  შაქარი.  მასას დავასხათ რძე და ლიმონის წვენი, მოვაყაროთ ვანილის პუდრა,მარილი და დაფქული მუსკატის კაკალი. ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ და  ღვეზელის ცომში მოვათავსოთ.  ღუმელში  40 წუთით შევდგათ. 

 


კარტოფილის ცომი

კარტოფილის ცომი განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა.
მისი მომზადება მარტივია და იაფი.  
ცომის მისაღებად საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები:
1 კგ კარტოფილი

250 გრ ფქვილი

50 გრ ყველი

მარილი

მომზადება:

კარტოფილს ხარშავთ  კანიანად. შემდეგ, აგრილებთ და აცლით კანს.  მისგან ამზადებთ პიურეს. გავაკეთოთ პიურეს. აყრით ფქვილს, გახეხილ ყველს და იწყებთ მოზელას. ასე მზადდება, კარტოფილის ერთგვაროვანი ცომი.