Search
ან
კალორიები ხილში და ხილის დესერტებში

სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების შემცველი ხილი ჯანსაღი კვებსი ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. უფრო მეტიც, ზოგიერთი დიეტა მხოლოდ ხილის რაციონზე გადასვლას გვთავაზობს, რადგან მათ შემცველობაში საკმარისი კალორიებია ორგანიზმის სათანადო ფუნქციონირებისთვის.

ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ულუფის შედგენის დროს ყურადღებას აქცევენ საკვების კალორიულობას და სარგებლიანობას, ამიტომაც ხილი სარგებლობს დიდი პოპულარობით, თუმცა, წონის დასაკლებად, აუცილებელი არ არის მხოლოდ ხილის მოხმარება, რადგან ზოგიერთი მათგანი შესაძლოა მეტად კალორიულიც კი იყოს, ვიდრე გვჭირდება.

ახალი და უმი ხილი, მათ შორის კენკრა, შეიცავს ნაკლებ კალორიას, თუ რა თქმა უნდა არ ჩავთვლით ისეთ სახეობებს, როგორიც არის ავოკადო, ან ასკილი - ისინი ბევრად უფრო კალორიულები არიან ვიდრე გვგონია (დაახლოებით 100 კკალ/100 გრამზე). რომ ავიღოთ, ფინიკის კალორიულობა 100 გრამზე 300 კკალ-მდეც კი აღწევს.

არ დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი დესერტი, როგორიცაა ნამცხვრები, მურაბები, სასმელებიდან - კომპოტები და მუსები, ბევრად უფრო კალორიულია ვიდრე, თავად ხილი, რომლისგანაც ის მზადდება. ამის ძირითადი მიზეზი კი შაქარი და სხვა დანამატები, როგორიცაა კრემი, კარაქი, ყველი ან ნაღები და ა.შ.
მაგალითისთვის, 100 გრამზე:
მარწყვის მურაბის კალორიულობა - 280 კკალ
ბანანის რძიანი "შეიქი" - 180 კკალ
ხილის ტორტი - 325 კკალ
ვაშლის კომპოტი (შაქრით) - 150 კკალ

ასევე ბევრად უფრო კალორიულია ჩირები და მშრალი ხილი, ბანანი და ყურძენი უმადაც დიდი ოდენობით შაქარს შეიცავენ. არ იქნება სწორი შაქრის და კალორიების გაიგივება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ 100 გრამი შაქარი დაახლოებით 200-დან 500-მდე (შაქრის სახეობის მიხედვით) კილო კალორიას წარმოქმნის.

ამიტომ, რომ აღარაფერი ვთქვათ დესერტებზე, უბრალოდ ხილის მირთმევის დროსაც კი ყურადღებით უნდა ვიყოთ კალორიების და შაქრის შემცველობასთან, მითუმეტეს, თუ ვცდილობთ დიეტაზე ყოფნას. ამ დროს ჩვენმა "დიეტამ" შესაძლოა სულ სხვა შედეგები მოგვცეს, ვიდრე ველოდით.

 

თეგები

ექსპერტის რჩევები