თებერვალი - ზამთრის უკანასკნელი თვე. თბილი და კარგი ამინდები ჯერ კიდევ შორს არის, მაგრამ დღე საგრძნობლად იზრდება. ჩვენი იმუნიტეტი არ უნდა მოვადუნოთ და საკვებს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ, რადგან სულ მალე დაიწყება ახალი "გაციებების" და "ვირუსების" პერიოდი. გვინდა გაგიზიაროთ, რამდენიმე პროდუქტი, რომელიც გააძლიერებს და მოამზადებს თქვენს ორგანიზმს გარდამავალი პერიოდისთვის:
1. კომბოსტოს მწნილი, ყველაზე სასარგებლოა მწნილებში, რადგან შეიცავს დიდი ოდენობით A, B, და C ვიტამინს, არის ნაკლებად კალორიული. ხელს უწყობს მეტაბოლიზმს, გულის მუშაობას, ეხმარება კუჭ-ნაწლავს საჭმლის მონელებაში და გვაყენებს კარგ ხასიათზე.
2. ბროწეული - შიცავს B6, B12, C, P - ვიტამინებს, რომლებიც ძალიან გვჭირდება. წმენდს სისხლს, ხელს უწყობს ახალი წითლი სხეულების - ერიტროციტების ჩამოყალიბებას. ბროწეულის წვენის გარევა შესაძლებელია სტაფილოს წვენში, რაც მას კიდევ უფრო სასარგებლოს და კუჭისთვის უსაფრთხოს ხდის.
3. ჯანჯაფილი - შეიცავს მაგნიუმს, ფოსფორს, სილიციუმს, კალიუმს, რკინას, მანგანუმს, ვიტამინ C-ს, ქოლოლინს, რაც კიდევ უფრო მეტად ხელს უწყობს ორგანიზმს მოძლიერებაში. გამოიყენეთ ჯანჯაფილი ყველგან, სადაც კი შეძლებთ - საკვებში, ჩაითან ერთად, სალათებში. მის განსხვავებულ და განუმეორებელ არომატს ქმნიან ეთერ-ზეთები, რომლებიც შველიან თავის ტკივილს, მეხსიერების გაუმჯობესებას, აღძრავენ მადას და ასუფთავებენ ორგანიზმს ტოქსინებისგან.
იკვებეთ ჯანმრთელად და თავი იგრძენით ბედნიერად!