Search
ან
კერძი ნათლისღებაზე

ნათლისღება - არის მართმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული. საქართველოში 19 იანვარს დასვენებაც კი არის გამოცხადებული. რელიგიური დატვირთვის გარდა, ნათლისღებას სოციალური მნიშვნელობაც მიენიჭა - ამ დღეს ერთმანეთს სტუმრობენ ნათლიები და ნათლულები. თქვენ ალბათ ბევრი განმარტება მოგისმენიათ, ვინ ვის უნდა ესტუმროს პირველი, თუმცა ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, თავად მოიკითხავთ ნათლულს ან/და ნათლიას, თუ ისინი მოგიკითხავენ თქვენ, შეგიძლიათ მოამზადოთ თემატური კერძი - ტკბილეული. 

ტკბილეული იმიტომ, რომ ის ყველაზე მეტად მოუხდება სასიამოვნო საღამოს გატარებას სასიამოვნო და "სულიერად" ახლო ადამიანებთან. 
გთავაზობთ თემატურ რეცეპტს, რომლისთვისაც თქვენ დაგჭირდებათ:
1 ლ. წყალი
1 ჭიქა ბრინჯი
100 გრ. თაფლი
1/2 ჭიქა ქიშმიში
50 გრ. ნიგოზი. 

ყველა ინგრიდიენტი გარეცხეთ. მოხარშეთ ბრინჯი და დაამატეთ ქიშმიში. თაფლი გაურიეთ წყალში და შეურიეთ ნიგოზს. შეუერთეთ ნიგოზი ბრინჯს და მოურიეთ. შეგიძლიათ გააფორმოთ ცუკატებით და მარმელადებით. 

გემრიელად მიირთვით. 

 

თეგები

ექსპერტის რჩევები