Search
ან
საახალწლო სუფრის ხილი

ყველა საახალწლო სუფრაზე შეგიძლიათ იხილით: ბანანი, ფორთოხალი, მანდარინი სხვა ხილი. 

რა ვიცით მათ შესახებ? 

საუკეთესო მანდარინია, რომელიც იწონის ბევრს თავისი მცირე ზომის მიუხდავად. მჟავე მანდარინი უფრო ბრტყელია, ვიდრე სხვა დანარჩენი. საუკეთესო მანდარინის სახეობა კლემენტინის სახელით არის ცნობილი - ყველაზე ტკბილია და არომატულია. კლემენტინი თავის გემოსთან ერთად, ინახება 1 თვეზე მეტი ვადით. საერთოდ მანდარინის შენახვის დროს მთავარია ნაყოფი არ გამოშრეს. 
შემადგენლობა გამოიყურება შემდეგნაირად: 0.6-1.1% ლიმონის მჟავა, შაქარი, ვიტამინები - А , D , К , B4, ტიამინი, ვიტამინი C, ქერქი შეიცავს 1-2% ეთერ ზეთებს და კაროტინს. მანდარინი შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, ნატრიუმს და კალციუმს. მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილი წყალია, რაც 85-87% შეადგენს. 
ითვლება დიეტურ პროდუქტად, რომელსაც შეუძლია იმუნიტეტის გაძლიერება და სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობების ხელშეწყობა.

ბანანი

100 გრამი ბანანი შეიცავს დაახლოებით 90 კალორიას, ამიტომ, არ არის რეკომენდირებული ზედმეტი რაოდენობის მიღება. მიუხედავად ამისა, დღეში ერთი ბანანის ჭამა თქვენ ორგანიზმს გაამდიდრებს B1, A1, B9, B12 და C ვიტამინებით. იგი შეიცავს კალიუმს, ფრუქტოზას, საქაროზას და გლუკოზას. გარდა ამისა, ბანანი არის ერთ-ერთი საუკეთესო ენერგიის წყარო, ამიტომ იგი სპორტსმენების დიეტის შეუცვლელი კომპონენტია. 

აღსანიშნავია, რომ ბანანი არის რეკომენდირებული ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავი დაანებონ მოწევას - B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობენ  ნიკოტინისგან დამოკიდებულების დაძლევას

აღსანიშნავია, რომ საახალწლო სუფრის დროს ხილის მირთმევა თქვენ მოგიტანთ მხოლოდ ზედმეტ კალორიებს. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ თავი შეიკავოთ ტკბილი ხილის ჭამისგან დიდ სუფრებზე. კარგი იქნება თუ მიირთევთ ციტრუსებს, რადგან ისინი ეხმარებიან ორგანიზმს საჭმლის მონელებაში.

თეგები

ექსპერტის რჩევები