Search
ან
ახალი წლის სუფრის წესები

ეს წელიც მთავრდება და ჩვენ ყველანი ახალი წლის მოლოდინში ვართ, რომელსაც, რა თქმა უნდა, ტრადიციულად სუფრით ავღნიშნავთ. არის წესები, რაც უნდა გვახსოვდეს:

მაიონეზი
სუფრაზე განლაგებული სალათების უმეტესობა შეკმაზულია მაიონეზის დიდი ოდენობით. მაიონეზის შემადგენლობას რომ დავაკვიდეთ, პროდუქტის 100 გრამში 3 გრამი ცილაა, 70 გრამი ცხიმი და 3 გრამი ნახშირწყლები, რაც ნიშნავს, რომ მისი ენერგეტიკული ღირებულებაა 624 კკალ. 100 გრ.-ზე არის. სოუსის მაღალკალორიულობა მისი ცხიმიანობით არის განპირობებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი პორცია სალათის კალორიულობა მხოლოდ მაიონეზის გამო დაახლოვებით 200-ით იზრდება.

მიზანშეწონილია მიირთვათ მხოლოდ 1-2 სალათი, რომლის საერთო ოდენობა არ აღემატება 150 გრ. და არ დაგავიწყდეთ, მაიონეზით შეკმაზული სალათები ინახება მხოლოდ 4 საათით. მომდევნო დღეს ასეთი სალათის მირთმევით, თქვენ მოწამვლის რისკის ქვეშ ხართ.

თეფშის წესი

საახალწლო სუფრა ძალიან მდიდარია: მისაყოლებლები, სალათები, ცხელი კერძები, ხილი, დესერტები, ცომეული და ა.შ. ძალიან გინდება რომ გასინჯო ყველაფერი, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ყველაფერს მივირთმევთ, ჩვენ ნამდვილად ვერ ვისიამოვნებთ ვერც ერთი კერძით. იმისთვის რომ ზედმეტ ჭამას ავარიდოთ თავი, მივენდოთ ერთი თეფშის წესს - მოათავსეთ თეფშზე თქვენი სამყოფი კერძები, შეხამებული მრავალფეროვნებით. ნელ-ნელა დააგემოვნეთ ყველაფერი თქვენი თეფშიდან და არ გასცდეთ თქვენს პორციას.

ცხიმიანი ხორცი

ძირითადი კერძის სახით ართმევენ ხოლმე რამე ხორციანს, მწვადს, ტოლმას ან სხვა ხორცის კერძს. ცხიმიანი ხორცის ღამის ჭამის დროს გამოყენება, მითუმეტეს, თუ აქამდე ამისგან თავს იკავებდით და ორგანიზმი მიუჩვეველია - ძალიან საშიშია ორგანიზმისთვის. ის პირდაპირ აყენებს ნამდვილ დარტმას მომნელებელ სისტემას და აჩენს პანკრეატიტის და ჰოლეცისტიტის რისკს. იმისთვის, რომ მსგავსი რამ თავიდან აირიდოთ, შემოიფარგლეთ ნაკლებად ცხიმიანი ხორცის კერძებით. დიეტურ ხორცად ითვლება: საქონლის ხორცი, კურდღლის, ქათმის და ინდაურის.

ტკბილი ხილი
ხილის თეფშიდან ძალიან გვინდება მოვწყვიტოთ ყურძნის მარცვალი, ან შევჭამოთ ბანანი. რა შეიძლება ამაში იყოს ცუდი - ჯანსაღი საკვები, მერე რა მოხდა. თუმცა, ტკბილი ხილი, განსაკურებით ყურძენი და ბანანი, გაბერავს მუცელს, რაც არც თუ ისე სასიამოვნოა. ხილი მიირთვით მხოლოდ სუფრამდე და უპირატესობა მიანიჭეთ ციტრუსებს.

ბოსტნეული

ბოსტნეულის რაოდენობაში შეზღუდული არ ხართ. მაგრამ იცოდეთ, რომ ბოსტნეული ყველაზე მეტად ანაყრებს, რაც ერთის მხრივ კარგია და დაგიცავთ თქვენ ზედმეტი ჭამისგან.

შენახვის ვადები

საახალწლო სუფრა, როგროც წესი, იშლება 10-11 საათისკენ და გრძელდება დილამდე. და ამ დროს ყველა მომზადებული კერძი დგას სუფრაზე ოთახის ტემპერატურაზე, დაახლოებით 8 საათის განმავლობაში. ეს ძალიან საშიშია, რადგან ცხიმიანი, სოუსებიანი და კრემიანი კერძები იწყებენ ფუჭებას, მათში მრავლდებიან ბაქტერიები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ მოწამვლა. 

წყალი


წინასაახალწლო მზადების და სუფრის განმავლობაში ჩვენ გვავიწყდება მივიღოთ ჩვენი წყლის დღიური ნორმის რაოდენობა. ეს ძალიან ცუდია ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრის ჭამას ან/და ალკოჰოლის მირთმევას აპირებთ. ორგანიზმი იცლება წყლისგან, რაც შემდგომ დილას უფრო რთულს და არასასიამოვნოს გაგიხდით.

დაიცავით ეს მარტივი წესები, და მაქსიმალური სიამოვნება საახალწლო სუფრისგან გარანტირებულია.

თეგები

ექსპერტის რჩევები