საუზმე თავად მიირთვიო, სადილი მეგობარს გაუყავი, ხოლო ვახშამი მტერს დაუთმეო. არსებობს ასეთი გამონათქვამი, თუმცა მის ბოლო ნაწილს ჩვენ ვერ დავეთანხმებით. ვახშამს სხვას დავუთმობდით, მხოლოდ არაჯანსაღს. ახლა კი შევეცდებით მოგყვეთ, თუ ვახშმის რა წესებს უნდა დავემორჩილოთ იმისთვის, რომ ორგანიზმს გავუფრთხილდეთ და ზედმეტი წონა არ ავკრიფოთ:
პირველი წესი: ის საკვები რაც ეხება თქვენს ხელში, არის თქვენი ვახშმის დოზა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მწვანილის და ბოსტნეულის რაოდენობა 2-ჯერ უნდა აღემატებოდეს ცილის რაოდენობას, რომელსაც იღებთ.
მეორე წესი: მთელი დღის კალორიებიდან ვახშმის კალორიები არ უნდა აღემატებოდეს 20-25%-ს
მესამე წესი: ვახშმის მირთმევის დრო არ უნდა იყოს 3-4 საათზე უფრო ადრე, ვიდრე გაემგზავრებით დასაძინებლად.
მეოთხე წესი: თუ თქვენს თეფშზე შემწვარი ღორის ხორცია, მაკარონის გარნირი, მაიონეზის სოუზი და პურის ერთი მეოთხედი - მაშინ ეს ვახშამი მართლა მტერს უნდა დაუთმოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს მიერ შერჩეული საკვები რაც შეიძლება ცხიმიანი, დიეტური და ჯანსაღი იყოს. საუზმის რაციონი გამოდგება კარგ მაგალითად - ფაფები, ხილი, ბოსტნეული, მოხარშული კვერცხი და სხვა.