Search
Or
ტკბილი დეკემბერი

დღესასწაულების მოლოდინთან ერთად, დეკემბერში, გვიახლოვდება მდიდარი სუფრები და რაც მთავარია ბევრი ტკბილეული, რომელიც არც თუ ისე სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. 
ტკბილისგან თავის შეკავება რთულია. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, ქალების 90% ვერ იკავებს თავს ტკბილის ჭამისგან, ტკბილზე "გადარეული" კაცების რაოდენობა კი 70% არის.

გთავაზობთ სასარგებლო ალტერნატივებს, რომლების მირთმების დროსაც, თქვენ შეძლებთ ტკბილის ჭამის მოთხოვნილება დაიკმაყოფილოთ და გაუძლოთ ცდუნებას მიირთვათ სხვა არასასარგებლო ტკბილეულები ამ დღესასწაულებზე.

1. ხილი, თუმცა იყავით ფრთხილად, მაგალითად არ შეიძლება ბევრი მანდარინის მირთმევა ერთ ჯერზე. მიირთვით ფორთოხალი, ვაშლი ან ანანასი. 

2. შავი შოკოლადი. ეცადეთ რომ მიირთვათ ნატურალური, ნამდვილი შავი შოკოლადი, რომელსაც მართალია მწარე გემოც კი აქვს, მაგრამ ის გარანტირებულად მოგიხსნით ტკბილის ჭამის წყურვილს და აგავსებთ სასარგებლო ნივთიერებებით. 

3. იოგიურტი. იოგურტი რძის პროდუქტია, რომელიც ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. როგორც წესი, იოგურტი არის საკმარისად დატკბილებული, რომ მიიღოთ თქვენი შაქრის დოზა. 

4. ტკბილი კარტოფილი (ბატატი). შაქრის ნატურალური წყარო, რომელიც ვერ გავნებთ, მაგრამ შესანიშნავად დაგანაყრებთ. ტკბილი კარტოფილისგან მზადდება უამრავი გემრიელი კერძი, თუმცა ის შეგიძლიათ უმადაც კი მიირთვათ.

 

Expret Advices