Search
Or
სკიჯი, ანუ ქიშმიში

ქიშმიში - თურქულად, ჩამიჩი - სომხურად, ქართულად კი - სკიჯი, ან სკიჭი, არის ჩირების ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი. თავისი ადგილი უკავია არამარტო გავრცელების, არამედ სასარგებლო თვისებების გამოც .

განა რას უნდა შეიცავდეს ერთი პატარა ქიშმიშის მარცვალი? 79-87% შაქარი, 2,9%-მდე აზოტის ნივთიერებები, 0.7-2.3% მჟავები (ორგანული მჟავები, ძირითადად ყურძნის მჟავა), 1.3% ბოჭკოვანი ნივთიერებები. ვიტამინებიდან  - A, В1, В2, В5 и В6, С, და ნივთიერებებიდან -  რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ქლორი, ფოსფორი.

რატომ არის ქიშმიში ასეთი სასარგებლო? წარმოიდგინეთ ყურძნის მარგებელი თვისებები და გაამრავლეთ ისინი 10-ზე. ზუსტად ამდენად არის ქიშმიში უფრო სასარგებლო, ვიდრე ახლად მოკრებილი ყურძენი. В ჯგუფის ვიტამინების შემცველობის გამო შეუძლია გაამაგროს ნერვული სისტემა და გააუმჯობესოს ძილი. ქიშმიში ამშვიდებს და ხსნის სტრესს და დაღლილობას.

არსებობს ორგანო, რომელიც არ იღებს სასარგებლო ნივთიერებებს ქიშმიშისგან. ის სასარგებლოა ანემიის, კრუნჩხვების, კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემების, გულის დაავადებების და თირქმლების დაავადებების დროს. ასევე არის თმების ცვენის საწინააღმდეგო კარგი საშუალება.

სასარგებლოა ორსულობის დროს, განსაკუთრებით იმ ქალებისთვის, რომლებსაც დაბალი ჰემოგლობინი აქვთ და განიცდიან რკინის დეფიციტს. ამ ორის უკმარისობა პირდაპირ აისახება მომავალი ბავშვის განვითარებაზე. ქიშმიშის და გარგრის ჩირის კომბინაცია მკვეთრად წევს მაღლა რკინის შემცველობას ორგანიზმში. კალციუმის ნაკლებობის დროსაც ქიშმიში შესანიშნავი საშუალებაა, რადგან მას უხვად შეიცავს. ხოლო დედებისთვის, რომლებიც ბავშვს ძუძუს აჭმევენ ქიშმიშს შეუძლია მეტი რძე წამოადინოს და გააუმჯობესოს ლაქტაცია.

მაღალი ენერგეტიკული ღირებულების მიუხედავად, ქიშმიში ითვლება დიეტურ პროდუქტად.

Expret Advices