კაკაოს ხის ნაყოფი უხსოვარი დროიდან გამოიყენება, ხოლო პირველი შოკოლადის დამზადება ჯერ კიდევ 4000 წლის წინ დაიწყეს, თუმცა თეთრი შოკოლადი მხოლოდ 90 წლის თუ იქნება, რადგან გასული საუკუნის 30-იან წლებში, კომპანია "ნესტლეს" მიერ შეიქმნა. საბჭოთა კავშირში ეს პროდუქცია საერთოდ არ იყო ხელმისაწვდომი, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში თეთრი შოკოლადი სულ რაღაც 20-30 წელია რაც გავრცელდა.
ამ ახალგაზრდა შოკოლადს მოიხსენიებენ როგორც ყველაზე ტკბილ და ყველაზე "უსარგებლო" დესერტს. ნამდვილად, მასში არ არის ის სარგებელი, რომელსაც ნამდვილი შავი შოკოლადი ატარებს, რადგან თეთრი შოკოლადი არ შეიცავს კაკაოს, თუმცა მას აქვს თავისი დადებითი მხარეებიც.
კლასიკური რეცეპტის თანახმად, მისი შემადგენლობა უნდა იყოს 20% კაკაოს კარაქი, 14% მშრალი რძე, 3.5% რძის ცხიმი.
რაც მთავარია, თეთრი შოკოლადი არ შეიცავს კოფეინს. შემადგენლობაში შედის ტანინი, მეტილი ქსანინი, საიდანაც გამომდინარე ის ძალიან სასარგებლოა კანისთვის და წარმოადგენს ძალიან კარგ კოსმეტიკურ საშუალებას.
გემოზე, თეთრი შოკოლადი უფრო მოგაგონებთ შედედებულ რძეს, ვიდრე მწარე კაკაოს, ზოგჯერ კი მისი გემო საერთოდაც ხელოვნურია, თუმცა, რამდენიც არ უნდა ლანძღონ, მაინც ძალიან გემრიელია და ტკბილის მოყვარულთათვის მასზე უარის თქმა რთულია.