როცა სახლში პური არ არის, ტყდება განგაში, ამიტომ, მომმარაგებელი ოჯახის წევრი ცდილობს, რომ პური ყოველთვის იყიდოს მეტობით. შემდეგ ხდება საპირისპირო - პური ძველდება და მას აღარავინ აღარ მიირთმევს.
ჯერ ნამდვილად დარწმუნდით, დაძველდა პური თუ არა. უბრალოდ გამხმარი პურის გამოცოცხლება შესაძლებელია დანამვით და შემდგომ მისი გამოცხობით 5-10 წუთის განმავლობაში, მაგრამ, თუ პური ღუმელში აღარ რბილდება, გთავაზობთ რამდენიმე იდეას, თუ როგორ მივცეთ დაძველებულ პურს ახალი სიცოცხლე:
1. გააკეთეთ პურის ორცხობილა. უბრალოდ დაჭერით პური მცირე ზომის ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და გამოაცხვეთ 20-30 წუთის განმავლობაში 200 გრადუს ტემპერატურაზე ან უბრალოდ შეწვით პური ტაფაზე, ზეთთან ერთად. არ დაგავიწყდეთ ოდნავ მარილის მოყრა, მასთან ერთად შემწვარი პური ძალიან გემრიელი გამოდის.
2. თუ პურს ჯერ კიდევ აქვს შენარჩუნებული სირბილე, მაგრამ აღარ გამოიყურება როგორც ახალი, მაშინ ის გამოდგება ტოსტების და ბუტერბროდების გასაკეთებლად.
3. მოამზადეთ ყალბი პიცა, ან ბრუსკეტები (როგორც გინდათ უწოდეთ) - დაჭერით პური თხელ ნაჭრებად, მოასხით ტომატის სოუსი ან/და ყველი და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში.
4. მოამზადეთ საფანელი. უბრალოდ დააქუცმაცეთ პურის ნაჭრები და გამოაცხვეთ ღუმელში 10-15 წუთით, შემდეგ ისევ დაფშვენით და შეინახეთ. ის მშვენივრად გამოდგება სხვა კერძების მოსამზადებლად.
5. შეაგროვეთ პური, გაახმეთ და მოამზადეთ ბურახი - თბილ წყალში გახსენით 30 გრ. საფუარი, ჩაალბეთ შემწვარი პური (300 გრ.) მოაყარეთ 100 გრ. შაქარი და დაასხით 3 ლიტრი წყალი. მიღებული სითხე მოათავსეთ ქილაში და თავზე დააფარეთ მარლა. აცადეთ რამდენიმე დღე. გამზადებული ბურახი გაცერით, გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით. საცერში დარჩენილი მასა შეგიძლიათ შეინახოთ შემდეგი ბურახისთვის და საფუარი აღარ დაგჭირდებათ.