Search
ან
რომელი პროდუქტით დავიწყოთ დღე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დილით მალე გამოვფხიზლდეთ, ორგანიზმი გადავიყვანოთ აქტიურ რეჟიმში, მივიღოთ საკმარისი ენერგია და კალორიები დღის ეფექტური დასაწყისისთვის. ამისთვის საჭიროა, დილა სწორი კვებით და პროდუქტებით დავიწყოთ. 

პირველ რიგში, გირჩევთ გამოიმუშავოთ სასარგებლო ჩვევა - დილით უზმოზე 1 ჭიქა წყალი, რომელიც უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის ან თბილი. შეგიძლიათ წყალში ლიმონის ან/და კოჭას დამატება. უზმოზე არ არის სასურველი ყავის და ჩაის დალევა, ვინაიდან ამით აღიზიანებთ კუჭის ლორწოვან ზედაპირს და იქმნით გასტრიტის საფრთხეს. 
როგორც წესი, დილაობით სადმე გვეჩქარება და საუკეთესო შემთხვევაში მივირთმევთ მარტივ და ერთი და იგივე საკვებს. დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ დილის რაციონი რაც შეიძლება მრავალფეროვანი გავხადოთ იმისთვის, რომ არ "მოვიბეზროთ". რეკომენდირებულია შემდეგი პროდუქტები: ფაფები, კვერცხის ცილა, თევზის ფილე, ქათმის ფილე, უცხიმო ხორცი, ბოსტნეული, არატკბილი, არამჟავე ხილი, მცირე ოდენობით კაკალი, ჩირი, ხაჭო, მწვანილი, ხორბლის უსაფუარო პური.
ასევე თავი შეიკავეთ მჟავე, ტკბილი და საფუარის შემცველი პროდუქტებისგან. 

თეგები

ექსპერტის რჩევები