გოგრის მოხმარების მრავალ გზებს და მის სასარგებლო თვისებებს საზღვარი არ აქვს. აღარაფერს ვამბობთ გემოზე, გოგრა უყვარს ყველას, დიდსაც და პატარასაც.
გთავაზობთ გოგრის სადილის მომზადებას, რომელიც შეგიძლიათ თან გაიყოლოთ სამსახურში ან სასწავლებელში, სადაც არ უნდა მიდიოდეთ. ამ სალათისგან მიღებული კალორიები ხარისხიანად გაგატარებინებთ დანარჩენ დღეს.
თქვენ გჭირდებათ:
1/4 გოგრა
30 გრ. ნიგოზი
200 გრ. ისპანახი
პილპილი და მარილი გემოვნებით.
გოგრა დაჭერით მცირე ზომის კუბებად და მოათავსეთ ზეთიან ტაფაზე. მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. სულ ბოლო ეტაპზე დაამატეთ ისპანახის გარეცხილი ფოთლები. გადმოიღეთ სასურველ ჭურჭელში და მოაყარეთ ნიგოზი.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ გოგრის მარცვალი.
გემრიელად მიირთვით.