ეს რეცეპტი ყველის მოყვარულებისთვისაა, მათთვის ვინც თვლის, რომ ყველი ყველაფერს უხდება.
ფარშირებული ბულგარული წიწაკა ყველით.
თქვენ დაგჭირდებათ:
400 გრ. გატარებული ხორცი
8 ბულგარული წიწაკა
200 გრ. რბილი სულგუნი
100 გრ. ბრინჯი
1 სტაფილო
1 ხახვი
წიწაკას მოაჭერით ყუნწები და გამოშიგნეთ შიგნიდან, ისე რომ არ დაარღვიოთ მისი მთლიანობა. ფარშს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, გახეხილი სტაფილო და მოხარშული ბრინჯი. ასევე დაამატეთ გახეხილი სულგუნი. მარილი და პილპილი გემოვნებით.
მოათავსეთ ფარში ბულგარულ წიწაკაში და კარგად დატკეპნეთ.
მოხარშეთ 20 წუთის განმავლობაში ბულიონში ტომატთან ერთად.
გემრიელად მიირთვით.