Search
ან
პომიდვრის სუპი

პომიდვრის სუპს ადარაბენ მზის ჩასვლას იტალიაში. გვიან ზაფხულს, შემოდგომის დასაწყისში მომზადებული პომიდვრის კრემ-სუპი აგავსებთ სასარგებლო ნივთიერებებით და გაზიარებთ გემოების ახალ გამას. 
თქვენ დაგჭირდებათ:
500 გრ. მთლიანი პომიდვრის კონსერვი საკუთარ წვენში
1 ხახვი
3 კბილი ნიორი
3 საშუალო ზომის პომიდორი
50 გრ. რეჰანი
ქათმის ბულიონი

პომიდორი 1 წუთით გააჩერეთ მდუღარე წყალში და გააცალეთ კანი. დაჭერით მცირე ზომის კუბებად კონსერვირებულ პომიდორთან ერთად. ასევე წვრილად დაჭერით ხახვი. ხახვი გაჭყლიტეთ, რეჰანის ფოთლები დააქუცმაცეთ. 
ხახვი შეწვით ზეთიან ტაფაზე 2 წუთის განმავლობაში, დაამატეთ პომიდორი და მოთუშეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში.
დაამატეთ კონსერვირებული პომიდორი, ნიორი და რეჰანი, ასევე 100 მლ. ქათმის ბულიონი. მოთუშეთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში. 
გასრისეთ მთლიანი პომიდვრები ქვაბშივე. 
გადაიღეთ თეფშებზე და გემრიელად მიირთვით.
შესაძლებელია გახეხილი ყველით ან/და რეჰანით გაფორმება.

თეგები

ექსპერტის რჩევები