250 გრ. გოგრა
80 გრ. ხახვი
2 კბილი ნიორი
80 გრ. ზეთი
2 გრ. მუსკატის კაკალი
2 გრ. მარილი
2 გრ. პილპილი
300 გრ. თეთრი პური
გოგრას მოვაცილით კანი, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავყაროთ პატარა ქვაბში და მოვხარშოთ საშუალო ზომის ცეცხლზე, როდესაც მოიხარშება გადავწუროთ.
თეთრი პური დავჭრათ მცირე ზომის კუბებად და გავხუხოთ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში 150 გრადუსზე.
ზეთიან ტაფაზე მოვშუშოთ ხახვი და დავამატოთ მოხარშულ გოგრას. შემდეგ დავუმატოთ ადუღებული წყალი წვრილად დაჭრილი ნიორი და დავაბლენდეროთ. საბოლოოდ დავამატოთ მწიკვი მუსკატის კაკალი, მარილი, პილპილი გემოვნებით.