უგემრიელესი ტარტალეტი, რომელიც არ დაგტოვებთ იმედგაცრუებულს, მითუმეტეს თუ მსხსლი გიყვართ. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ:
300 გრ. ფქვილი
7 გრ. გამაფხვიერებელი
70 გრ. დაფქული შაქარი
1 ჩხირი ვანილი
200 გრ. კარაქი
4 კვერცხი
50 გრ. დაფქული ნუში
1.5 გრ. მარილი
150 გრ. შაქარი
3 საშუალო ზომი მსხალი
300 გრ. შოკოლადი
100 გრ. თხილი
ღრმა ჯამში ავურიოთ ნუშის ფქვილი, მარილი, ვანილის მარცვლები, შაქრის პუდრა, გამაფხვიერებელი და ფქვილი. დავუმატოთ ნაჭრებად დაჭრილი კარაქი, კვერცხის გული და მოვზილოთ რბილი, ელასტიური ცომი. აუცილებლობის შემთხვევაში დავამატოთ ცოტა ფქვილი.
შევახვიოთ საკვებ პარკში და მოვათავსოთ მაცივარში 30 წუთით. ამის შემდეგ ცომი გამოვიღოთ და გავაბრტყელოთ 0,3-0,4 სმ.-ის სისქეზე. ამოვჭრათ საჭირო რაოდენობის 12 სანტიმეტრიანი დიამეტრის რგოლები და ტარტალეტკის 8 სმ.-ან ფორმებში ჩავაფინოთ, ზედმეტი ცომი კი მოვაშოროთ. ძირი ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით. შევინახოთ მაცივარში 30 წუთით.
გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსამდე. თითოეულ ტარტალეტკას დავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი და დავამძიმოთ (ლობიოთი,ბარდით ან სპეციალური ბურთულებით). გამოვაცხოთ 10 წუთი. შემდეგ ქაღალდთან ერთად მოვაშოროთ სიმძიმე და 10 წუთი ისევ გამოვაცხოთ, ოქროსფერის მიღებამდე. მზა ფხვიერი ცომი კარგად გავაციოთ.
შოკოლადი დავადნოთ და მოვათავსოთ ცომის ფორმებში. ზემოდან დავაწყოთ მსხლის ნაჭრები და თხილი
გემრიელად მიირთვით.