Search
Or
როგორ გავარჩიოთ ავოკადო

გიყვართ ავოკადო, მაგრამ ვერ იპოვეთ მისი გარჩევის მარტივი ხერხი? 
ეს ძალიან მარტივია! მიყევით ნაბიჯებს:
1) ავოკადო გავრეცხოთ და გავამაშრალოთ
2) მცირე ზომის დანით გავჭრათ შუაში სიმაღლეზე, კურკის გარშემო
3) მოკიდეთ ხელი ორივე მხარეს და ოდნავ დაატრიალეთ ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით
4) პატარა დარტყმით დაამაგრეთ კურკა დანაზე და ამოიღეთ, იგივე, მბრუნავი მოძრაობით
5) კოვზის მეშვეობით ამოიღეთ რბილობი და გემრიელად მიირთვით

თუ თქვენ არ აპირებთ მთლიანი ავოკადოს გამოყენებას 1 ჯერზე, აჯობებს კურკა მეორე ნახევრიდან არ ამოიღოთ და ისე დატოვოთ. მოასხით ლიმონის მჟავე, კარგად გაფუთეთ და შეინახეთ მაცივარში. ესეთ მდგომარეობაში ავოკადოს შეუძლია 2-3 დღე გაძლოს.
 

Expret Advices