Search
Or
ნამდვილი იტალიური პასტა - ფუსილი

თუ თქვენ ეძებთ აქ ნამდვილი იტალიური პასტის რეცეპტს - თქვენ მას ვერ იპოვით. ვინაიდან არავინ იცის, თუ რომელი რეცეპტი შეიძლება ჩაითვალოს "ნამდვილად". არსებობს პასტის უამრავი ვარიაცია და უამრავი ინტერპრეტაცია. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ შევეცდებით შემოგთავაზოთ ტრადიციულ პასტასთან ყველაზე მიახლოვებული რეცეპტი.
თქვენ დაგჭირდებათ: 

400 გრ. იტალიური პასტის შეფუთვა (ფუსილი)
1 ბადრიჯანი
2 პომიდორი 
10 გრ. პაპრიკა
50 გრ. ზეითუნის ზეთი
50 გრ. პომიდვრის ჩირი
40 გრ. რეჰანი
100 გრ. რიკოტას ყველი

აადუღეთ წყალი, დაამატეთ მარილი და შემდეგ პასტა ფუსილი. ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. თუ თქვენ არ აპირებთ სოუსის ცალკე დამზადებას, მაშინ შემდეგი ინგრედიენტები პასტას დაამატეთ იგივე ქვაბში, მას შემდეგ რაც გადაწურავთ. პირველ რიგში ვამატებთ ზეითუნის ზეთს და კანგაცლილ პომიდორს ბადრიჯანთან ერთად. კარგად მოვთუშოთ, სიმშრალის შემთხვევაში დავამატოთ ოდნავ წყალი. შევურიოთ ხმელი პომიდორი და პაპრიკა. სულ ბოლოს დავამატოთ მწვანე რეჰანი და მოვაყაროთ რიკოტას ყველი. 

გემრიელად მიირთვით.
 

Expret Advices