Search
ან
მარტივი იდეა ლანჩისთვის - წიწიბურის კასეროლე ბოსტნეულით და ყველით

წიწიბურის კასეროლე ბოსტნეულით და ყველით - ეს არის მარტივად მოსამზადებელი კერძი, სასარგებლო და რაც მთავარია გემრიელი. მცირე ზომის კასეროლეს მარტივად გაიყოლებთ სადაც გინდათ. 
თქვენ დაგჭირდებათ:
100 გრ. წიწიბურა
200 გრ. ისპანახი
100 გრ. სტაფილო
100 გრ. სულგუნი
2 კვერცხი|
მარილი და პილპილი გემოვნებით

წიწიბურა მოხარშეთ და კარგად გაწურეთ. ათქვიფეთ კვერცხი და დაამატეთ გახეხილი სულგუნი და გახეხილი სტაფილო. ისპანახს გადაავლეთ მდუღარე წყალი, გაწურეთ და წვრილად დაჭერით. ყველაფერი ერთმანეთს შეურიეთ და მოათავსეთ მაფინებს გამოსაცხობ ფორმებში. შედგით ღუმელში 15 წუთით 180-200 გრადუსზე. 
გემრიელიად მიირთვით.

თეგები

ექსპერტის რჩევები