Search
ან
საზამთროს ჯემი

საზამთროს ჯემის დამზადებას დიდი დრო არ უნდა. თუ თქვენ გიყვართ ტკბილად წახემსება, გიყვართ საზამთრო და გაქვთ 30 წუთი, თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ ეს უგემრიელესი ჯემი. დაგჭირდებათ:

1 - საშუალო ზომის საზამთრო
1 - კგ შაქარი
1 ლიმონი
1/2 ჩ.კ. - დარიჩინი

საზამთრო გაჭერით, აიღეთ რბილობის 1.5 კგ. და შეეცადეთ რომ ამოაცალოთ კურკები. დაჭერით მცირე ზომის კუბებად და მოაყარეთ შაქარი. 10 წუთში შედგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. დუღილის დროს დაამატეთ ლიმონის წვენი და მისი კანის ცედრა, ასევე დარიჩინიც. მოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. 
მიირთვით შეგრილებული.

თეგები

ექსპერტის რჩევები